„ოცნება“ ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრას არ აპირებს

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი თბილისში იმყოფება, თუმცა როგორც გაირკვა, მმართველი გუნდი მასთან შეხვედრას არ გეგმავს.
ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, დღეს, 16 სექტემბერს განაცხადა.
პაპუაშვილის მტკიცებით, მიხაელ როთთან შეხვედრის არანაირი სურვილი არ აქვთ, ვინაიდან ის თბილისში წინა ვიზიტისას რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე იმყოფებოდა.
„ამ ადამიანმა შეურაცხყოფა მიაყენა ქართველ ხალხს, ამიტომ ჩვენი მხრიდან მასთან შეხვედრის არანაირი სურვილი არ არის. მან შეურაცხყოფა მიაყენა ქართველი ხალხის ეკლესიას, ქართველი ხალხის არჩეულ ხელისუფლებას და ქართულ დემოკრატიას იმით, რომ როგორც უცხოელი პოლიტიკოსი ანტისახელისუფლებო დემონსტრაციაზე რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად დადგა. ამიტომ, ის ჯერ იმაში უნდა ჩამოყალიბდეს, თუ რა დამოკიდებულება აქვს საქართველოსთან. ქართველ ხალხს მიაყენა შეურაცხყოფა, ამიტომ ამით ყველაფერი ნათქვამია. სამწუხაროა, რომ ამ საკითხზე სინანული მისი მხრიდან დღემდე არ გვსმენია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის მტკიცებით, მიხაელ როთი საქართველოში ოპოზიციის მხარდასაჭერად არის ჩამოსული და „ალბათ, მასთან შესახვედრად ოპოზიციის რიგი დადგება“.
„როდესაც ჩამოდის ოპოზიციის მხარდასაჭერად ჩამოდის, ეს ნიშნავს საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას და უცხო ქვეყნის წარმომადგენლის შიდა პოლიტიკაში და საარჩევნო კამპანიაში ჩარევას“, – განაცხადა პაპუაშვილმა და დასძინა, რომ „ქართველ ხალხს 26 ოქტომბერს ექნება შესაძლებლობა აირჩიონ: უნდათ იარონ მიხაილ როთის ჭკუაზე თუ საკუთარ ჭკუაზე“.
მიხაელ როთი ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეა, რომელიც „ქართული ოცნებისადმი“ კრიტიკულადაა განწყობილი. ის იყო ერთ-ერთი პირველი პოლიტიკოსი, რომელმაც მმართველ პარტიას „ქართული კოშმარი“ უწოდა. მიმდინარე წლის მაისში, როდესაც როთი თბილისში იმყოფებოდა, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზეც მივიდა.
სწორედ მიხაილ როთი დაასახელა ერთ-ერთ მიზეზად პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ, რის გამოც არ შეხვდა მიმდინარე თვეში საქართველოში ვიზიტით ჩამოსულ გერმანიის ბუნდესტაგის დელეგაციას, რომლის შემადგენლობაშიც მიხაილ როთი საერთოდ არ იმყოფებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – „სამართლიანი არჩევნების“ ყოფილმა ხელმძღვანელმა ელენე ნიჟარაძემ ყალბი პარალელური დათვლის შედეგების გავრცელებით კინაღამ ააყირავა მდგომარეობა საქართველოში, ახლა მოკალათებულია ევროპულ ორგანიზაციაში და კარიდან გაშვებული, ფანჯრიდან გვიძვრება უკან

შალვა პაპუაშვილი – რიტორიკა, ტერმინოლოგია, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი იყენებს, ანარეკლია ევროპელი ქარაფშუტა პოლიტიკოსების ტერმინოლოგიისა- როგორც ჩანს, მათგან სწავლობს, როგორ ელაპარაკოს ხალხს