სამოქალაქო აქტივისტი, შოთა დიღმელაშვილი:
„ქართული ოცნება“ ბოლო არჩევნებზე მიხვდა სიმართლეს: მაშინაც კი, როცა უსირცხვილოდ აყალბებენ შედეგებს, ძლივს ახერხებენ გამარჯვების გაფორმებას. სწორედ ამიტომ ჰგავდა მათი „ზეიმი“ პანაშვიდს. ამიტომ დაასრულეს დემოკრატიობანას თამაში. ახლა ერთადერთი გზა დარჩათ – ელიმი-ნაცია. და რასაც ძაღლოვანი სტრუქტურები დააკლებენ, სასამართლოს ინსტიტუციური დრაგ-შოუ აანაზღაურებს. და რაც შეგეხებათ თქვენ, “ქოცი არა ვარ, მაგრამებო”, რომლებიც მთელი ეს დრო ამტკიცებდით, ოპოზიცია უნდა წავიდეს, რათა ქვეყანა “წინ წავიდესო”. გილოცავთ, თქვენი ოცნება მალე ახდება და დარჩებით მარტო საკუთარ სუნთან. თუ ჩაგვრის და უსამართლოების შემხედვარეებმა ჯერ ჩაგრულის სივიში უნდა ჩაიხედოთ, თუ სოლიდარობას ვერ გამოხატავთ მათ მიმართ ვინც არ გგავთ, არ ირჩევს იმას, ვისაც ან რასაც თქვენ ირჩევთ და სიტყვა “სოლიდარობა” მხოლოდ თქვენი ანარეკლის დანახვისას გახსენდებათ, უბრალოდ მორალური პარაზიტები ხართ, რომელსაც “ნეიტრალურის” ფირმის პრეზერვატივი ჩამოაცვეს. მეტი არც არასდროს არაფერი ყოფილხართ და აწი ვეღარც იქნებით.
