“ოცნება” ამტკიცებს, რომ “მეგობარ აქტს” სენატში სრული მხარდაჭერა აღარ აქვს – რას ამბობს ოპოზიცია?

შეერთებულ შტატებში სამი სენატორის წინააღმდეგობის ფონზე, ივანიშვილის გუნდში დღეს ირწმუნებიან, თითქოს „მეგობარ აქტს“ სრული მხარდაჭერა აღარ აქვს და კანონპროექტი ვერ გავა. „ოცნების“ დეპუტატები ამტკიცებენ, რომ ამერიკული სანქციები აღარ იქნება.
ნაცმოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე კი განმარტავს:
,,ეს არის მტკნარი სიცრუე, როდესაც “ქართული ოცნება” ამბობს, რომ მეგობარი აქტის მიღება შეჩერდა და ამყარებს იმაზე, რომ -ს სენატი არ მიიღებს ძალიან მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც გულისხმობს ივანიშვილის დასანქცირებას. “მეგობარი აქტი” გაგრძელდება, უბრალოდ, ეს არის პროცედურული ცვლილება, რაც ითვალისწინებს იმას, რომ განხილვის გარეშე იქნას მიღებული მეგობარი აქტი და ეს გულისხმობს იმას ასევე, რომ დამატებითი შესწორებები იყოსშეტანილი ამ აქტში, რაც გულისხმობს დამატებით მუხლებს, დამატებით საკანონმდებლო ინიციატივებს, დამატებით სანქციებს. ამიტომ, ნებისმიერი მტკიცება, რომ მეგობარი აქტის შეჩერება მოხდა -ში, არის სიცრუე“

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”