„ოცნება“ ამბობს, რომ EU-ის ელჩი ხეპრულად იქცევა

„ევროკავშირის ელჩი დამარცხდა არჩევნებში და მისი მდგომარეობა გამოწვეულია ამ ყველაფრით“, — ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის ელჩის განცხადებას სანქციების დაწესებაზე.
კობახიძის თქმით, არც ერთხელ დაუგმია ის „ძალადობრივი მიტინგები“, რომლებიც იმართებოდა საქართველოში.
„აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, ეს ადამიანიც არის ძალადობის თანამონაწილე და აგრძელებს ძალადობის წახალისებას, თუმცა მისი ეს მცდელობა ამ შემთხვევაში აღარ არის წარმატებული… როდესაც ევროკავშირს წარმოადგენ კონკრეტულ ქვეყანაში, თან ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანაში, უნდა იზრუნო ევროკავშირისა და შესაბამისი ქვეყნის დაახლოებაზე. როდესაც ამის საპირისპირო ნაბიჯებს დგამ, ეს არის კონტრპროდუქტიული და ძალიან სამწუხარო მოვლენა. პირადად მე შემიძლია პატივისცემა გამოვხატო ბატონი ჰერჩინსკის მიმართ, თუმცა ის პირდაპირ მოქმედებს Deep State-ის დავალებების ქვეშ. მისი მდგომარეობა არ არის იოლი“, — განაცხადა ირაკლი მ.
მისი თქმით, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ჰერჩინსკიმ პირდაპირ მოუწოდა ამომრჩეველს მაქსიმალური მობილიზებისკენ და „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ ხმის მიცემისკენ. კობახიძე ასეთ ინტერპრეტაციას აძლევს ელჩის განცხადებას, რომლის თანახმადაც არსებული ხელისუფლების პირობებში შეჩერებული იყო საქართველოს ევროინტეგრაცია.
„მან თქვა პირდაპირ, რომ არსებული ხელისუფლების პირობებში იყო შეჩერებული ევროინტეგრაცია და იმისათვის, რომ პროცესები სხვანაირად წარმართულიყო, საჭირო იყო ამომრჩევლის მაქსიმალური მობილიზება. ეს იყო პირდაპირი მოწოდება იმისკენ, რომ გამოსულიყვნენ ამომრჩევლები და ხმა მიეცათ „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ და რადიკალური ოპოზიციის სასარგებლოდ. მოგვიანებით, ბატონმა ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირს კი არ შეუჩერებია თურმე მანამდე ევროინტეგრაცია, არამედ შეუჩერებია „ქართულ ოცნებას“. თვითონვე აიხლართა საკუთარ ტყუილებში. ის იყო ჩართული საარჩევნო აგიტაციაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ… კაცი გამოდის და თვალში ნაცარს აყრის ქართულ საზოგადოებას. ამბობს, რომ იყო მშვიდობიანი მიტინგები“, — დასძინა ირაკლი კობახიძემ.
„გამაოგნებელია ბატონი ჰერჩინსკის განცხადებები. ის ევროკავშირს აქ არც პროკურორად დაუნიშნავს და ჩვენც აგრემანი არ მიგვიცია მისთვის, როგორც პროკურორისთვის“, — განაცხადა, თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ და ევროკავშირის ელჩს ვენის კონვენციის გადაკითხვისკენ მოუწოდა.
მისი თქმით, ძალადობაში ჩართული არიან ბრიუსელიდან დაფინანსებული ადამიანები და ევროკავშირის ელჩი მალავს, რაში იხარჯება „ევროპის დემოკრატიის ფონდის“ ფული.
„ელჩი საუბრობს, ვინ დავსაჯოთ იმას ვიძიებთო და მე ვერ ვხვდები, ვის წარმოადგენს ბატონი ჰერჩინსკი. წარმოადგენს ევროკავშირის რომელიმე ქვეყნებს, რომლებიც განსაკუთრებით აგრესიით გამოირჩევიან ქართველი ხალხის მიმართ? არ წარმოადგენს ის უნგრეთს, სლოვაკეთს? რა გადაწყვეტილებებიც არ არის მიღებული, რატომ აძლევს თავს უფლებას, ისაუბროს, რომ აქ ვიღაცების დასჯაზე მუშაობს. მგონი, ის აქ გამომძიებლად არავის მოუვლენია“, — აღნიშნა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ კანონის უზენაესობის პრინციპებს ეწინააღმდეგება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განცხადებაც დაკავებულთა გათავისუფლების შესახებ.
„თვითონ გვეუბნებიან, ლამის სიები მოგვცეს, ვინ უნდა დავიჭიროთ და ასევე, სიები უნდა მოგვცენ ვინ უნდა გავათავისუფლოთ. ეს არის კანონის უზენაესობა“, — თქვა პაპუაშვილმა.
ის, რომ ჰერჩინსკი „პროკურორი არ არის“, გაიმეორა „ქართული ოცნების“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმაც.
„ჰერჩინსკიმ თავისი პოლიტიკური გემოვნება გამოავლინა, რაც არასწორი, არადიპლომატიური და, ხშირ შემთხვევაში, ძალიან ხეპრულია. ერთადერთი არ არის. ჩვენ დავინახეთ ხელისუფლებები, მათ შორის შვედეთის პარლამენტის ერთ-ერთი გამორჩეული წევრი, გერმანიის პარლამენტის ერთ-ერთი ლიდერი, ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომლებიც კონკრეტულ გეგმას ემსახურებიან, რომ თავისი გავლენები შეინარჩუნონ, მათ შორის, სამხრეთ კავკასიაში“, – განაცხადა მ.
ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ თქვა, რომ “ევროკავშირი ვერ შეეგუება ძალადობას, დაუსჯელობასა და დაშინებას და სწორედ ამიტომ, ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელი პირებისთვის სანქციების დაწესებაზე მუშაობს, თუმცა სანქციებზე ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოს შორის ერთსულოვნება არ არსებობს.
ევროკავშირის ელჩმა მიზანმიმართული სანქციების შესახებ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა.
„არის რამდენიმე პირი, რომლებიც ჩვენ გამოვყავით, როგორც მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე პასუხისმგებლები და წევრი სახელმწიფოები მათ სახელებს განიხილავენ. სანქციების დაწესებას ერთსულოვნება სჭირდება და ამ დროისთვის ჩვენ ეს არ გვაქვს, მაგრამ ვცდილობთ, რომ ამას მივაღწიოთ“, – აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.
ევროკავშირის ფარგლებში სანქციების დაწესებას ეწინააღმდეგებიან და უნგრეთი, თუმცა EU სხვა წევრებს ინდივიდუალურად შეუძლიათ სანქციების შემუშავება.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი – სასამართლოთი დადასტურდა, რომ თანხები პირდაპირ იხარჯებოდა სააკაშვილის ბოტოქსზე, მის გახდომაზე, მისი თმის მოვლაში – მე ამ საქმეს შევაფასებდი „ხალხის ფულის ჭამის საქმედ“

მაია კოპალეიშვილი – სანამ სასამართლო ისეთი იქნება, როგორიც არის და არა მართლმსაჯულების განმახორციელებელი, ყველა საქმე, რომელშიც ოდნავ ინტერესი აქვს სახელმწიფოს, მაშინვე გახდება პოლიტიკური მდგენელის მატარებელი