„ოცნებაში“ „ჰეითერებს“ უწოდებენ მათ, ვინც კობახიძის გამოსვლას ნეგატიური შეძახილებით შეხვდა

მმართველ პარტიაში, „ქართულ ოცნებაში“, აცხადებენ, რომ ფეხბურთელების დახვედრის საზეიმო ღონისძიებაზე პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლის დროს უარყოფითი შეძახილები „პატარა ჯგუფის“ ორგანიზებული იყო.
„არის სიძულვილის მფრქვეველთა ჯგუფი, რომელსაც ჰქვიათ ‘ჰეითერები’, რომელთა მიზანიც არის ნებისმიერი სახალხო ზეიმი, ქვეყნის წარმატება აქციონ გარკვეულ ნეგატივად… ეს ადამიანები ორგანიზებულად ერთ პატარა ჯგუფად იდგნენ. აჟიოტაჟი ატეხეს და გამოიწვიეს, თუმცა საზოგადოება მათ არ აჰყვა“, – უთხრა ჟურნალისტებს ირაკლი ქადაგიშვილმა, პარლამენტის წევრმა პარტია „ქართული ოცნებიდან“.
უფრო ადრე ამ საკითხზე ჟურნალისტებთან ისაუბრა მ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა:
„პატარ-პატარა ნეგატიური ამბები, როცა ძალიან ხშირად უპოზიტიურეს ამბებში ჩაეტენება ხოლმე, ამას ცუდის მეტი არაფერი მოაქვს. როცა აორგანიზებენ რაღაცას, რომ ვიღაცამ პრემიერის გამოსვლის დროს ‘უუუ’ დაიძახოს და 100 კაცი აჰყვეს, ეს არის ელემენტარული მავნებლობა“.
გუშინ, 2 ივლისს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, სადაც ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების დახვედრის საზეიმო ღონისძიება გაიმართა, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის სცენაზე გამოჩენას იქ შეკრებილი აუდიტორიისგან სხვადასხვა მხრიდან მოჰყვა ნეგატიური შეძახილები.
„გილოცავთ ყველას, გილოცავთ უდიდეს წარმატებას, უდიდეს სიხარულს, რომელსაც ევროპაში უწოდეს ქართული სასწაული. ვიდრე ჩემს სათქმელს ვიტყვი, მინდა ვთხოვო სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც სურს ბიჭების დაჯილდოება ღირსების ორდენებით“, – თქვა მ შეძახილების ფონზე და მიკროფონი მაშინვე გადასცა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.
ფეხბურთელებისთვის ღირსების ორდენების გადაცემის შემდეგ, თავისუფლების მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებს კვლავ მ მიმართა. ამ დროს ისევ გაისმა ნეგატიური შეძახილები.