ოცნებაში ეჭვობენ, რომ გიორგი გახარიას პარტიას საჯარო მოხელეების მეილები მიაწოდეს

ქართულ ოცნებაში ეჭვობენ, რომ გიორგი გახარიას პარტიას საქართველოსთვის საჯარო მოხელეების მეილები მიაწოდეს.
ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, როცა წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საუბრობდა.
პაპუაშვილის თქმით, “საფუძვლიანი ეჭვი აქვთ”, რომ გიორგი გახარიას პარტიაში და ზოგიერთ NGO-ში არიან ადამიანები, რომლებსაც “წვდომა აქვთ პერსონალურ მონაცემებზე”. ის ამბობს, რომ “მნიშვნელოვანია ამ საკითხით დაინტერესება”.

ასევე დაგაინტერესებთ