“ოცნებას” 2 ვარიანტი აქვს” – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის, ს თქმით, “ქართული ოცნებას” ორი არჩევანი აქვს: წავიდეს ახალი ს ორგანიზებაზე, ან დაელოდოს პარტიის დაშლას.
“ორი ვარიანტი აქვს დღეს მმართველ გუნდს: ერთი, რომ დაინახოს ეს რეალობა, დაინახოს, რა უნდა ქართველ ხალხს და თვითონ წავიდეს დათმობაზე, წავიდეს ახალი არჩევნების ორგანიზებაზე იმ ძალებთან ერთად, რომლებიც არიან ქვეყანაში და იმ რეკომენდაციების გათვალისწინებით, რაც არსებობს. მეორე ვარიანტი არის ბევრად უფრო ძნელი და რთული ქვეყნისთვის, რომ მმართველი პარტია დაელოდოს ბოლომდე დაშლას, რაც მოითხოვს სხვა ტიპის პასუხისმგებლობის გადანაწილებას, მაგრამ ესეც იქნება, თუკი მმართველი პარტია არ შეეგუება იმას, რომ უნდა გაითვალისწინოს ჩვენი ხალხისა და პარტნიორების ერთობლივი მოთხოვნა, რომ ახალი არჩევნების გარეშე არაფერი არ შეიძლება ამ ქვეყანაში და ეს ქვეყანა იქნება ასე გაყინული, რაც დიდხანს ნამდვილად ვერ გაჩერდება. ჩვენ ორივე ალტერნატივისთვის მზად ვართ და ვიქნებით, ეს ბრძოლა გრძელდება”

ასევე დაგაინტერესებთ

ანა ნაცვლიშვილი სუს-ის ანგარიშზე – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელით რუსული, ოკუპანტი სახელმწიფოს ინტერესებზე მორგებული ანგარიში იდება, რომელიც მოსკოვის ინტერესების გამტარებელია და არა საქართველოსი

გურამ მაჭარაშვილი – ვინც ბედავს და ამბობს, რომ საქართველოში რაღაც რეპრესიები მიდის, უყუროს კომისიის სხდომებს – ჩხრეკისას ფიზიკურად რამე შემხებლობა მოხდა?! ბავშვის რეაქცია რას ნიშნავს?! სახლში ბავშვიც შეიძლება იყოს და ფეხმძიმე ქალბატონიც