კალაძის სიძე, პაატა აბულაძე, რუსულ სამთავრობო მედიასთან აცხადებს, რომ ქართული ოცნებას წარმოადგენს და ამბობს, რომ დასავლეთი უცხოა, ომში ჩათრევას ცდილობს საქართველოს და საქართველოს პარტნიორი რუსეთი უნდა იყოს.
ჩვენ ასეთი არჩევანის წინაშე ვიდექით: ან საქართველო ფიზიკურად არ იარსებებს, ან საქართველო იცოცხლებს. ჩვენ რომ მათ ზეწოლას დავყოლოდით, ჩვენ ახლა აქ ერთად არ ვისხდებოდით და საქართველო ფიზიკურად რუკაზე არ იარსებებდა. ის, რომ ისინი გვიბიძგებდნენ ომისკენ ღიად, რომ არ ეჩოთირებოდათ არაფერი, ასე თავხედურად, ღიად, მე თავად ვარ მოწმე. მე არ ვამბობ, რომ მე ვიღაცამ მითხრა, მე ამას ჩემი ყურით ვისმენდი. მე მმართველ პარტიას წარმოვადგენ. იმასაც კი გვეუბნებოდნენ, რომ სამ დღეს ხომ მაინც გაძლებთ, აი სამი დღეს შემდეგ პარტიზანულ ომს დაიწყებთო. საჭიროა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, იმიტომ, რომ ის სამყარო ჩვენი სამყარო არ არის. ეიფელთან ან ბიგ ბენთან როგორ ფოტოებსაც არ უნდა იღებდე, ისინი უცხო ადამიანები არიან. დიახ, ჩვენ ჩვენი სპეციალური საბრძოლო მოქმედება დავიწყეთ, ჩვენ ვაკეთებდით ჩვენს დერუსოფობიზაციას, ჩვენს ე.წ. დელიბერალიზაცაის. ბრძოლა მოვიგეთ და არა ომი. ახლა ისინი ეთნო კონფლიქტებზეც მიდიან. დიახ, უკვე ასეთი საფრთხეც არის. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ რუსეთი ძალიან მგრძნობიარეა და სერიოზულად დააკვირდება ვითარებას რეგიონში, რადგან რუსეთი იყო უსაფრთხოების გარანტი რეგიონში, არის და იქნება მომავალშიც, ამიტომ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი რუსი პარტნიორები იქნებიან ჩვენს გვერდით ნებისმიერ შემთხვევაში, – თქვა აბულაძემ.
თამუნა კალაძე მეუღლესთან ერთად “ოცნების” აქტიური მხარდამჭერია.
