“ოცნებას” ნაღმი აუფეთქდა” – დავით უსუფაშვილი

“ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, დავით უსუფაშვილი ივანიშვილის გუნდის ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ წარმოებულ კორუფციულ საქმეებს და იმ მილიონების მითვისებას, რასაც ახლა სწორედ მათ ედავებიან, ეხმაურება და ამბობს:

“ოცნებას” ნაღმი აუფეთქდა ხელში, ოღონდ ნაღმი, რომელიც თავად შექმნა. შექმნა კონკრეტული მიზნით, რომ ამითი უზრუნველეყო ერთგულება ადამიანების. დღეს მას დასჭირდება ადამიანები, რომლებიც მისი ერთგულები არიან 100%-ით, ისინი ვინც ახლა სათავეებში არიან. ამ შიშების გამო ის ვიღაცეებს აძლევდა საშუალებას მოეპარა კიდეც, წაეღო კიდეც, გაეფუჭებინა კიდეც, თუ მისი ლოიალური იქნებოდა. საჩვენებელი დაკავებებით, ის რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ კულუარულად ამუშავებენ, მათგან ერთგულებას ითხოვენ, მათ სახელისუფლებო სისტემაში მათ მორჩილებას ითხოვენ, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ამას აღარაფერი აღარ ეშველება. ეს იმ ტიპის ნაღმია, რომელიც უკვე აფეთქდა და ეს ნამსხვრევები მიემართება მაღლა, იმიტომ, რომ მე უკვე მესმის “ოცნების” თავგადაკლული მხარდამჭერებისგან დასმული კითხვები – კი მაგრამ ეს როგორ შეიძლებოდა, ამას ვერ ხედავდნენ?”

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)