„ოცნებამ“ I მოსმენით მიიღო ცვლილებები, რომლითაც ტროტუარზე შეკრებასაც ზღუდავს

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც , შეკრება-მანიფესტაციის წესებს კიდევ უფრო ამკაცრებს და ამჯერად ხალხის სავალ ადგილზე შეკრებასაც ზღუდავს.
ცვლილებებს რეპრესიულად აფასებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და აცხადებს, რომ ეს შეკრების თავისუფლებაზე არაკონსტიტუციურ შეტევაა. საიას განცხადებით, „ქართული ოცნება“ შეკრების თავისუფლების ფაქტობრივ გაუქმებას ცდილობს.
გამკაცრებული წესის მიხედვით, იმისათვის, რომ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხის სავალ ადგილას გაიმართოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი ნებართვაა საჭირო.
სავალდებულო ხდება, რომ შეკრება-მანიფესტაციის გამართვამდე 5 დღით ადრე გააფრთხილონ. თუ გადაწყვეტს, უფლებამოსილება ექნება, რომ აქციის მონაწილეებს ალტერნატიული დრო და ადგილი შესთავაზოს.
ამასთან, კანონპროექტით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის შემთხვევაში, პირველივე ჯერზე ადმინისტრაციული პატიმრობაა გათვალისწინებული, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა.
კანონპროექტის ავტორები არიან „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, , აკაკი ალადაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი.
„ქართული ოცნება“ ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს, რაც იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე დღეში მიიღებს.