„ქართულმა ოცნებამ“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები წარადგინა.
ესენი არიან:
კახეთი
თელავი – ვაჟა მაღრაძე (კახეთის პროკურორის მოქმედი მოადგილე)
ახმეტა – ალექსი ფიცხელაური (მოქმედი მერი)
ყვარელი – ილია მზექალაშვილი (საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე)
ლაგოდეხი – ჯონდო მდივნიშვილი (მოქმედი მერი)
გურჯაანი – გიორგი მაჭავარიანი (მოქმედი მერი)
საგარეჯო – ვახტანგ გაგუტაშვილი
სიღნაღი – მალხაზ ბეგიაშვილი (მოქმედი მერი)
დედოფლისწყარო – ნიკოლოზ ჯანიაშვილი (მოქმედი მერი)
ქვემო ქართლი
რუსთავი – ნინო ლაცაბიძე (მოქმედი მერი)
გარდაბანი – დავით კარგარეთელი (მოქმედი მერი)
მარნეული – დაურ ისმაილოვი
ბოლნისი – ზამური ჭითანავა
დმანისი – კობა მურადაშვილი (მოქმედი მერი)
წალკა – ილია საბაძე (მოქმედი მერი)
თეთრიწყარო – მიხეილ აფციაური
მცხეთა-მთიანეთი
მცხეთა – გოგი აბუაშვილი
დუშეთი – კახაბერ ჩიტაური (საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე)
თიანეთი – ლევან წიკლაური (მოქმედი მერი)
ყაზბეგი – კობა გელაძე
შიდა ქართლი
გორი – კონსტანტინე ბუზალაძე (მოქმედი მერი)
კასპი – ვახტანგ მაისურაძე (მოქმედი მერი)
ქარელი – ზაზა გულიაშვილი (მოქმედი მერი)
ხაშური – პაატა ჩადუნელი
სამცხე-ჯავახეთი
ახალციხე – ვარლამ წიკლაური („იმედის“ წამყვანი)
ასპინძა – როსტომ მაგრაქველიძე (მოქმედი მერი)
ბორჯომი – მამუკა გელაშვილი
ადიგენი – გოჩა ქიმაძე (მოქმედი მერი)
ახალქალაქი – მელქონ მაკარიანი (მოქმედი მერი)
ნინოწმინდა – ანივარდ მასოიანი (მოქმედი მერი)
იმერეთი
ქუთაისი – დავით ერემეიშვილი (მოქმედი მერი)
ბაღდათი – ნოდარ გიორგიძე (საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე)
ჭიათურა – გივი მოდებაძე (მოქმედი მერი)
წყალტუბო – გენადი ბალანჩივაძე (მოქმედი მერი)
საჩხერე – ლევან ივანაშვილი (მოქმედი მერი)
სამტრედია – დავით ბახტაძე (მოქმედი მერი)
თერჯოლა – მანუჩარ რობაქიძე (მოქმედი მერი)
ტყიბული – დავით კუბლაშვილი
ვანი – ალექსანდრე გოგორიშვილი (მოქმედი მერი)
ხარაგაული – კობა ლურსმანაშვილი (მოქმედი მერი)
ხონი – ლადო ჯურხაძე (მოქმედი მერი)
ზესტაფონი – ვახტანგ ღამბაშიძე (საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე)
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
ამბროლაური – ზაზა ქევანიშვილი
ონი – დავით ლობჟანიძე
ცაგერი – ჭაბუკი ჭაბუკიანი (საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე)
ლენტეხი – გიორგი გაზდელიანი (საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე)
სამეგრელო-ზემო სვანეთი
ზუგდიდი – დათო კოდუა (პარლამენტის წევრი)
წალენჯიხა – ნიკა კანკია
ჩხოროწყუ – ჯუმბერ იზორია (ყოფილი დეპუტატი)
ხობი – დავით ბუკია (მოქმედი მერი)
მარტვილი – გიორგი ნაჭყებია
სენაკი – ვახტანგ გადელია (მოქმედი მერი)
ფოთი – ბექა ვაჭარაძე (მოქმედი მერი)
აბაშა – გიგა გაბელაია (მოქმედი მერი)
მესტია – კაპიტონ ჟორჟოლიანი (მოქმედი მერი)
გურია
ოზურგეთი – პაატა კუნჭულია
ლანჩხუთი – ალექსანდრე სარიშვილი (მოქმედი მერი)
ჩოხატაური – მინდია ჟღერია
აჭარა
ბათუმი – გიორგი ცინცაძე
ქობულეთი – ირაკლი ცეცხლაძე (მოქმედი მერი)
ხელვაჩაური – ზაზა დიასამიძე (მოქმედი მერი)
ქედა – მამუკა თურმანიძე
შუახევი – ომარ ტაკიძე (მოქმედი მერი)
ხულო – ვახტანგ ბერიძე
„დარწმუნებული ვართ, უკლებლივ ყველა კანდიდატი მოიგებს არჩევნებს“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისში „ქართული ოცნების“ კანდიდატი მოქმედი მერი, კახა კალაძე იქნება.
