„ოცნებამ“ შექმნა გარემო, რომელიც რუსეთის გავლენას აძლიერებს — -ის სამხედრო დაზვერვა

აშშ-ის თავდაცვის სადაზვერვო სააგენტომ (DIA) გამოაქვეყნა გლობალური უსაფრთხოების გარემოს შეფასება, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.

„რუსეთს თითქმის უეჭველად გამიზნული აქვს საქართველოს დაბრუნება თავის გავლენის სფეროში. ოქტომბრის საპარლამენტო ს შემდეგ, „ქართული ოცნების“ მთავრობამ შექმნა გარემო, რომელიც რუსეთს საშუალებას აძლევს, გაზარდოს თავისი გავლენა ქვეყანაში“, — ნათქვამია ანგარიშში.

კავკასიის რეგიონში არსებული ვითარების შეფასებისას, ანგარიშში საუბარია რუსეთ-სომხეთის ურთიერთობების გაუარესებაზე და ნათქვამია, რომ სომხეთი დაიმუქრა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან გასვლით, ხოლო მოსკოვმა გამოიყენა საინფორმაციო ოპერაციები სომხური დემოკრატიისა და მისი უფრო პროდასავლური ხელმძღვანელობის დისკრედიტაციის მიზნით.

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა მ DIA-ს ანგარიშში გამოთქმულ მოსაზრებას სისულელე უწოდა.

„ეს არის სრული სისულელე. რა გავლენის გაზრდაზეა საუბარი?! ასეთი სისულელეები რომ ხდება ასეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებში, სწორედ ეს მიუთითებს „დიფ სთეითის“ გავლენებზე“, — განაცხადა ირაკლი მ.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

“ამ წუთებში, როცა თქვენ ამას კითხულობთ, ირანი – ქვეყანა 92 მილიონზე მეტი მოსახლით – რეალურ დროში ნადგურდება. თითქმის სრული ბლეკაუტი 24 საათზე მეტხანს: არ არის ინტერნეტი, არ არის სატელეფონო კავშირი, საერთოდ არ არსებობს კომუნიკაცია. და — სიჩუმე” (ვიდეო)

დონალდ ტრამპი – კუბა მრავალი წლის განმავლობაში ვენესუელიდან მიღებული ნავთობითა და ფულით ცხოვრობდა – კუბაში ნავთობი და ფული აღარ წავა, ვენესუელას ახლა აშშ ჰყავს, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა