“ოცნებამ” სიკეთე დააყადაღა – ნიკა ფარულავა

“ოცნებამ” სიკეთე დააყადაღა – ნიკა ფარულავა
“ოცნებამ” სინადვილეში სიკეთე დააყადაღა – ასე აფასებს კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრი, ნიკა ფარულავა პროკურატურის მიმართვის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ საქველმოქმედო ფონდების ანგარიშების დაყადაღებას.
მისი თქმით, ივანიშვილის რეჟიმმა სიკეთის, სოლიდარობის და მხარდაჭერის წინააღმდეგ გაილაშქრა.
“ქართულმა ოცნებამ” გაილაშქრა სიკეთეზე, გაილაშქრა სოლიდარობაზე, მხარდაჭერაზე და სინამდვილეში დააყადაღა სიკეთე. დააყადაღა ყველაზე ქართული თუ კი რამე გაგვაჩნია ერს და ეს არის სოლიდარობა. “ქართული ოცნების” გალაშქრება ფონდებზე არის ძალიან ლოგიკური გაგრძელება იმის, რაც იყო და ამაში გასაკვირი არაფერი არ უნდა იყოს. რაც უნდა გვახსოვდეს არის ის, რომ საბოლოო ჯამში აქციაზე დგომას აქვს ფასი. აქვს ფასი, როგორც პირდაპირი გაგებით, ასევე პოლიტიკური გაგებით”, – ამბობს ნიკა ფარულავა.
ცნობისთვის, “ნანუკას ფონდის”, “ფროსფერითი ჯორჯიასა” და ადამიანის უფლებათა სახლის ანგარიშები დააყადაღეს. ირკვევა, რომ საბანკო ანგარიშები პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააყადაღა.

ასევე დაგაინტერესებთ