ოცნებამ საინფორმაციო ომი წააგო – სამადაშვილი

რამდენი სისულელეც არ უნდა თქვას ოცნებამ-თარჯიმანი ნაცია, კანონი ევროპულია და ა.შ. მან საინფორმაციო ომი წააგო. მეგობრებო, მოგიწოდებთ, სადაც დაინახავთ ოცნების წევრებს და მათ დამცველ პროპაგანდისტებს, სალმის ნაცვლად უთხარით-არა რუსულ კანონს! ეს უნდა გახდეს ჩვენი საბრძოლო შეძახილი სამშობლოსთვის ამ გადამწყვეტ ბრძოლაში. არ ვიცი რა მიზეზით შემოგდებული-იმიტომ, რომ ბიძინას სჯერა, რომ გლობალური კონსპირაცია აფინანსებს მის მოწინააღმდეგებს, იმიტომ, რომ რუსებმა მოსთხოვეს, იმიტომ რომ ლგბტ პროპაგანდის თემა ისე ვერ ასწიეს, მიზეზეს მნიშვნელობა არა აქვს… მიზანი და შედეგი ამ კანონს ერთადერთი აქვს -ევროპული მომავლის საბოტაჟი და ღიად პრო-რუსულ პოლიტიკაზე გადასვლა. ეს დადასტურდა დღეს ევროპის უმაღლესი ტრიბუნიდან, გერმანიის კანცლერის მიერ. მთავრობას დარჩა არჩევანი-გაიტანოს ეს კანონი ბოლომდე და საბოლოოდ ჩამოიხსნას ნიღაბი-ქართველ ხალხს უთხრას, რომ ღიად რუსული ძალა მართავს, რომელიც ხელისუფლების უზურპაციას გეგმავს, თუ საჭიროა, რუსულ ჯარსაც შემოიყვანს. ან უკან დაიხიოს-არჩევნებს ვერ მოიგებენ, მაგრამ სახელწიფო მოღალატეების და გამყიდველებისთვის განკუთვნილ მძიმე ბედს გადაურჩებიან. ამ გადაწყვეტილებაზე მოაწერენ ხელს მომავალ კვირას, ოღონდ ბიძინა არა, ის დეპუტატები, რომლებიც ამ კანონისთვის ხმის მიცემას აპირებენ. მათი არჩევანი ნათელია-ღალატი და საკუთარი ხალხის სამუდამო სიძულვილი, ან გამბედაობა და სამშობლოს ღალატზე უარი. მანამდე კი, სადაც დანახავთ ქოც დეპუტატს-არა რუსულ კანონს!

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი ხაზარაძე- გახარიაზე – ეს არ არის ამ ორი სუბიექტის კეთილი ნება, ეს არის გარკვეული გარე დავალების რეალიზაციის პროცესი – კოალიციას შექმნიან, ეს სცენარი წინასწარ დაწერილია და მის რეალიზაციას წინ არაფერი დაუდგება