ოცნებამ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

საპარლამენტო უმრავლესობამ დაძლია საქართველოს პრეზიდენტის ვეტო პარლამენტის მიერ “საარჩევნო კოდექსში” მიღებულ ცვლილებებზე, რომლითაც იცვლება ს თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესი და კვორუმი.
რეგლამენტის თანახმად, პარლამენტმა თავდაპირველად კენჭი უყარა პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს “საარჩევნო კოდექსში” ცვლილებებზე. მოტივირებულ შენიშვნებს 21-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 61 კი წინააღმდეგ წავიდა, შესაბამისად, შენიშვნები არ იქნა გაზიარებული.
5 მარტს სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო პარლამენტის მიერ “საარჩევნო კოდექსში” მიღებულ ცვლილებებს, რომლითაც იცვლება ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესი და კვორუმი.