““ოცნებამ“, რომელსაც ხმა მივეცი, ჩემი შვილი დააკავა”

დაკავებების ახალი სერია – დაკავებულია პროგრამისტი თემურ სარალიძე. მას ბორკილები პოლიციამ ცოტა ხნის წინ დაადო.

როგორც დაკავებულის მამა ამბობს, ის “ქართული ოცნების“ მხარდამჭერია და მისი შვილი იმის გამო დასაჯეს, რომ საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა და ნიღაბს ატარებდა.

დილით სამსახურში მიდიოდა, ჩამოვიდა და დააკავეს ეზოში, თავის მანქანასთან. მე ჩავყევი, ვიგრძენი, რომ ერთი მანქანა იქით იდგა პადიეზდში, მეორე აქეთ. გუშინაც იდგნენ, მერე ახლობელმა ფოტო გადაუღო და შეცვალეს მანქანა. გუშინა ქციაზე არ ყოფილა, შაბათს იყო, ოღონდ მხოლოდ რუსთაველზე, რუსთაველის მეტროსთან, იქიდან მანქანასთან რომ ჩავიდა, იქ გააჩერეს. ყელზე ჰქონდა რაღაც შემოხვეული, ამას უნდოდა გადაღება, მაგრამ უფლება არ მისცეს. რაც მოვიდნენ ესენი  მქონდა რაღაც იმედი, დღეის შემდეგ ესეც გადამეწურა, ყველა მხრიდან. ამათი ხმარდამჭერი ვიყავი, ახლაც კალაძეს მივეცი ხმა, დასაფიცი რა მაქვს. ახალგაზრდებს რომ ცხოვრებას უმწარებ, აბა გამწარებული ვინ დარჩება, – ამბობს მამა.

ოჯახის ინფორმაციით, დაკავებულს სასამართლოში ცოტა ხანში მიიყვანენ და პროცესიც დაიწყება.

ასევე დაგაინტერესებთ

ანტიკორუფციული ბიურო – „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუე და დეზინფორმაციაა – თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები საჯაროა და ხელმისაწვდომია ბიუროს ვებგვერდზე