ოცნებამ ნიკოლოზ მარსაგიშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაამტკიცა

დღეს, პარლამენტის პლენარულ სესიაზე ნიკოლოზ მარსაგიშვილის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნას უყარეს კენჭი. პარლამენტმა მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ 83-ხმით დაამტკიცა.
პარლამენტმა მარსაგიშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ წინასწარ აირჩია. ის უზენაეს სასამართლოში 2025 წლიდან იმუშავებს – კერძოდ, მას შემდეგ რაც მოსამართლე ეკატერინე გასიტაშვილს უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა ამოეწურება.
მარსაგიშვილის კანდიდატურის კანონმედბლობასთან შესაბამისობის დასადგენად, სამუშაო ჯგუფი იყო შექმნილი, რომელსაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ხელმძღვანელობდა.
კონკურსის გამოცხადების შემდეგ სასამართლოს გუშაგმა აღნიშნა, რომ მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევა უპრეცედენტოდ და არაბუნებრივად ადრე დაიწყო. მათი თქმით, კონკურსის გამოცხადება მომავალი წლის მარტშიც შეეძლოთ.