„ოცნებამ” მეცნიერებათა აკადემიას მხოლოდ ხელფასებისთვის, დამატებით 186 000 ლარი გამოუყო – „ფლანგვის დეტექტორი”

„ოცნებამ” მეცნიერებათა აკადემიას მხოლოდ ხელფასებისთვის, დამატებით 186 000 ლარი გამოუყო – ამის შესახებ ინფორმაციას „ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, აკადემიის ბიუჯეტი ბოლო წლებში მილიონზე მეტით გაიზარდა:
„კანონით განისაზღვრა მუდმივი ანაზღაურება: აკადემიკოსისთვის არანაკლებ 2,000 ლარი, წევრ-კორესპონდენტისთვის და სტიპენდიანტისთვის – 1,250 ლარი თვეში.
აკადემიის ბიუჯეტი ბოლო წლებში მილიონზე მეტით გაიზარდა – 2023 წელს 4.6 მლნ ლარიდან 2025 წელს 5.8 მლნ ლარამდე, რისი ნახევარიც ხელფასებზე იხარჯება.
შეგახსენებთ, რომ 2020 წელს მეცნიერებათა აკადემიამ Facebook-ზე ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღე, როგორც მეცნიერს, ისე მიულოცა”

ასევე დაგაინტერესებთ

ჯაბა ზარქუა: შაქარზე რომ თქვა იმ ბიზნესმენმა თემქაზე უფრო იყიდება, ვაკეში ყურადღებას არ აქცევენო, ეგ სალაზღანდარაოდ კი ავიგდეთ მაგრამ სინამდვილეში სოციალური უთანასწორობის სიმპტომია

ლაშა ტუღუში „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიშის შესახებ „ქართული ოცნების“ განცხადებებზე – არასერიოზულია ის რეაქცია, რომელსაც დღეს ვისმენთ – სასაცილოა ამათი პოზიციონირება