“ოცნებამ” აირჩია რუსული გზა… ერთ მხარეს არის ხალხი და მეორე მხარეს არის ერთი პარტია” –

პრეზიდენტი, ევროპარლამენტში სიტყვით გამოდის და დეპუტატებს მიმართავს.
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეებს აქვთ ორი მოთხოვნა: ევროპული მომავალი და სამართლიანი, ახალი .
“მოთხოვნა არის ორი: დააბრუნეთ ჩემი ხმა, რადგან იქნა მოპარული, მომეცით ჩემი ევროპული მომავალი – ეს არის ახალი არჩევნების მოთხოვნა. ეს არ არის რევოლუციური მოძრაობა, ეს არის მოთხოვნა, რომ დაგვიბრუნდეს არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში. ეს არის ხალხის ლეგიტიმური მოთხოვნა დღეს. მათი მოთხოვნა არის, რომ დემოკრატიულად მოხდეს ხმის მიცემის უზრუნველყოფა. არ არის საშიშროება, რომ ჩვენ სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მივდიოდეთ. ერთ მხარეს არის ხალხი და მეორე მხარეს არის ერთი პარტია. ამის დადასტურება არის ის, რომ მმართველმა პარტიამ აირჩია რუსული გზა და ზოგჯერ მათ უწევთ თავის მოკატუნება, რომ ევროპისკენ მიდიან. მათ ამომრჩევლებს შორისაც კი, არის ის სურვილი, რომ ქვეყანა ევროპული გზით წავიდეს. ყველა გამოკითხვა აჩვენებს, რომ ხალხს სურს ევროპული გზით განვითარება”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)