ოქტომბრის არჩევნები არის უკანასკნელი შანსი, რომ უკრაინას და მოლდოვას დავეწიოთ – ნათელა მეზვრიშვილი

ოქტომბრის არჩევნები არის უკანასკნელი შანსი, რომ უკრაინას და მოლდოვას დავეწიოთ – ნათელა მეზვრიშვილი
გახარიას მარჯვენა ხელი ნათელა მეზვრიშვილი თვლის, რომ ოქტომბრის არჩევნები არის უკანასკნელი შანსი, რათა უკრაინას და მოლდოვას დავეწიოთ და ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები გაიხსნას.
“მოლდოვას და უკრაინას გაწევრიანების მოლაპარაკებები გაუხსნეს. დღეს ჩვენც აქ უნდა ვყოფილიყავით (ამ ქვეყნებზე წინაც). ერთადერთი მიზეზით არ ვართ: ხელისუფლებაში „ოცნება“ გვყავს, რომელმაც საგარეო კურსი შეცვალა. ოქტომბრის არჩევნები არის უკანასკნელი შანსი, რომ გაფართოების ამ ტალღაში მოვხვდეთ, ამ ქვეყნებს დავეწიოთ და ლიდერობა აღვიდგინოთ ტრიოში. უკანასკნელი იმიტომ, რომ გაფართოება ყოველდღე არ ხდება, პლუს, ხანგრძლივი პროცესია (პარტნიორებთან ნდობა აღსადგენია) და ახლა გაშვებული შანსი ათეულობით წლებით გადაწევს საქართველოს წევრობას.”– წერს მეზვრიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში