ოქტომბერში ფულადი გზავნილები $319 მილიონამდე გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 318.71 მლნ დოლარი (865.6 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 2024 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე 13.4%-ით (37.6 მლნ დოლარით) მეტია.
ოქტომბერში ქვეყანაში ყველაზე მეტი გზავნილი აშშ-დან შემოვიდა, რაც წლიურად 17%-ით, 59 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

მეორე ადგილზეა იტალია, საიდანაც 53 მილიონი დოლარი გადმორიცხეს (+12%),
მესამეზე კი რუსეთის ფედერაცია $41 მილიონი დოლარით.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…