ოქტომბერში უკრაინას თავს დაესხნენ „შაჰედებით“, რომლებშიც 170 ათასი უცხოური წარმოების კომპონენტი იყო გამოყენებული, ეს ხდება ჩინური, ევროპული და ამერიკული კომპანიებისგან – ზელენსკი

ოქტომბერში ს თავს დაესხნენ „შაჰედებით“, რომლებშიც 170 ათასი უცხოური წარმოების კომპონენტი იყო გამოყენებული, ეს ხდება ჩინური, ევროპული და ამერიკული კომპანიებისგან – ზელენსკი
ოქტომბერში უკრაინას თავს დაესხნენ „შაჰედებით“, რომლებშიც 170 ათასი უცხოური წარმოების კომპონენტი იყო გამოყენებული, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსები კვლავ იყენებენ ჩინური, ევროპული და ამერიკული კომპანიების მიერ დამზადებულ კომპონენტებს „შაჰედებისა“ და რაკეტებისთვის.
„ოქტომბერში უკრაინის წინააღმდეგ, ჩვენი ხალხის წინააღმდეგ 2000-ზე მეტი „შაჰედი“ გამოიყენეს, ფაქტობრივად, ყოველდღიურად. ეს არის 170 ათასზე მეტი კომპონენტი, რომელთა მიწოდებაც სთვის უნდა იყოს ბლოკირებული. მიკროსქემები, პროცესორები, მრავალი სხვადასხვა დეტალი, რომელთა გარეშეც ეს ტერორი უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა. ყველაფერი ეს რუსეთს საზღვარგარეთიდან მიეწოდება და, სამწუხაროდ, ეს ხდება ჩინური, ევროპული და ამერიკული კომპანიებისგან – მრავალი მიკროწვლილი მუდმივ რუსულ ტერორში. ეს კვლავ აბრუნებს მსოფლიოს იმის აუცილებლობასთან, რომ გაცილებით მეტი მუშაობაა საჭირო სპეციალური დეტალებისა და რესურსების ექსპორტის კონტროლზე, რათა რუსეთს არ მიეცეს სანქციების გვერდის ავლის საშუალება. იგივე ხდება „შაჰედებსა“ და რუსულ რაკეტებთან დაკავშირებით. ყველა მათგანი შეიცავს სხვა ქვეყნებში წარმოებულ კომპონენტებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყნებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებისკენ მოუწოდა.
„სანქციების გვერდის ავლის ყოველი სქემა დანაშაულია ხალხისა და მშვიდობის წინააღმდეგ. სწორედ ასეთი სქემები აძლევს რუსეთს საშუალებას, ასევე, დაეხმაროს ირანისა და ჩრდილოეთ კორეის რეჟიმების გაძლიერებას. ეს გლობალური საფრთხეა და მხოლოდ გლობალური, სპეციალური ზეწოლით შეიძლება ამის დაძლევა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
წყარო: 1TV.GE