ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 6%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის ოქტომბერში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6% შეადგინა.
ამასთან, 2025 წლის პირველი ათი თვის (იანვარი-ოქტომბერი) საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 7.6%-ით განისაზღვრა. მონაცემები აჩვენებს, რომ ზრდის ტემპი შენელებულია.
ოქტომბერში ეკონომიკური ზრდის მიმართულებით ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს შემდეგმა დარგებმა:
· ინფორმაცია და კომუნიკაცია.
· ტრანსპორტი და დასაწყობება.
· საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები.
· უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში:
· მშენებლობა
· სამთომოპოვებითი მრეწველობა.
· ენერგეტიკა.