ოქტომბერში ლარის კურსის შესანარჩუნებლად ეროვნულმა ბანკმა $591 მლნ გაყიდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ოქტომბრის თვეში ლარის კურსის შესანარჩუნებლად 591,1 მლნ დოლარი გაყიდა. ამ თანხის დიდი ნაწილი 377,7 მლნ დოლარი გაყიდა აუქციონის გარეშე – ანუ ისე, რომ გაყიდვის დროს ინფორმაცია არ გაავრცელა.
აუქციონის გარეშე რეზერვიდან გაყიდული დოლარის შესახებ მონაცემები ეროვნულმა ბანკმა 25 დეკემბერს გაასაჯაროვა. ამ დრომდე მხოლოდ 213,4 მლნ დოლარის გაყიდვის შესახებ იყო ცნობილი.
გასულ თვეში დოლარის გაყიდვას ეროვნული ბანკი „არაფუნდამენტური ფაქტორების ჭარბი გავლენისა და სავალუტო ბაზარზე წინასაარჩევნო პერიოდისთვის ტრადიციულად დამახასიათებელი აჟიოტაჟის პრევენციის მიზნით“ ხსნიდა.
2024 წლის 1 იანვრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვები 587,9 მილიონი დოლარით შეამცირა.

ასევე დაგაინტერესებთ

ილჰამ ალიევი – სამხრეთ კავკასიის რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე – მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები, ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი

მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ნოღაიდელს – პუტინთან იყავი თუ არა შეხვედრაზე? „ეკაჩავე“, „ებლატავე“ თუ მოუწოდე საქართველო არ დაეპყრო? შეხედეთ ამ მოღალატეს, ნაძირალა – ვისი ნაქირავები იყო ბინა, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა?