ოქტომბერში ელექტროენერგიის მოხმარება ადგილობრივ ბაზარზე 988 მლნ კვტსთ იყო – ISET

ოქტომბერში ელექტროენერგიის მოხმარება ადგილობრივ ბაზარზე 988 მლნ კვტსთ იყო – ISET
2023 წლის ოქტომბერი საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში 1,043 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, სრული წარმოების 1%-იან ზრდას წარმოადგენს (2022 წლის ოქტომბერში სრული წარმოება 1,034 მილიონი კილოვატსაათი იყო). წარმოების წლიური ზრდა თბოელექტროსადგურების (+179%) გამომუშავების ზრდამ განაპირობა, მაშინ როცა ქარის (-11%) და ჰიდროელექტროსადგურების (-30%) გამომუშავება შემცირდა. ინფორმაციას ამის შესახებ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი ავრცელებს.
თვიურ ჭრილში, წარმოება, დაახლოებით, 7%-ით შემცირდა (2023 წლის სექტემბერში სრული წარმოება 1,118 მილიონ კილოვატსაათს გაუტოლდა). წარმოების თვიდან თვემდე შემცირება ჰიდრო (-25%) და ქარის (-15%) სადგურების გამომუშავების შემცირებამ გამოიწვია, მაშინ როცა თბოელექტროსადგურების (+42%) გამომუშავება გაიზარდა.
ელექტროენერგიის მოხმარებამ ადგილობრივ ბაზარზე 988 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა (8%-ით ნაკლები 2022 წლის ოქტომბერთან შედარებით და 5%-ით მეტი 2023 წლის სექტემბერთან შედარებით). 2023 წლის ოქტომბერში ენერგიის წარმოებამ მოხმარებას 55 მილიონი კილოვატსაათით გადააჭარბა, რაც სრული წარმოების 5%-სა და სრული მოხმარების 6%-ს შეადგენდა (2022 წლის ოქტომბერში წარმოებასა და მოხმარებას შორის სხვაობამ 44 მილიონი კილოვატსაათიანი დეფიციტი შეადგინა, რაც თვის განმავლობაში, როგორც სრული წარმოების, ასევე, სრული მოხმარების დაახლოებით 4%-ს გაუტოლდა).