ოქტომბერში ამერიკელების შემოსავლები და ხარჯები ერთნაირად გაიზარდა

აშშ-ის მოსახლეობის შემოსავალი 2023 წლის ოქტომბერში, სექტემბერთან შედარებით, 0,2%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ქვეყნის ვაჭრობის სამინისტრო იტყობინება.
ამავე ცნობით, ასევე 0,2%-ით გაიზარდა ამერიკელების ხარჯებიც. ორივე მაჩვენებელი Trading Economics-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსების პროგნოზებს შეესაბამებოდა.
სექტემბერში ამერიკის მოსახლეობის შემოსავალი 0,4%-ით, ხარჯები კი – 0,7%-ით გაიზარდა.
სამომხმარებლო ფასების ინდექსი (PCE ინდექსი) ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით არ შეცვლილა და გასული წლის ოქტომბერთან შედარებით 3%-ით გაიზარდა.
ანალიტიკოსები საშუალოდ 0.1%-ით და 3%-ით ზრდას პროგნოზირებდნენ.
სექტემბერში მაჩვენებელი ყოველთვიურად 0.4%-ით, ხოლო წლიურად 3.4%-ით გაიზარდა.
PCE Core ინდექსის ზრდა, რომელიც არ ითვალისწინებს სურსათისა და ენერგორესურსების ღირებულებას, შენელდა გასულ თვეში სექტემბრის 0.3%-იდან 0.2%-მდე შენელდა, ხოლო წლიურად 3.7%-იდან 3.5%-მდე.
ზრდის ტემპები ორივე შემთხვევაში ბაზრის პროგნოზებს დაემთხვა.
PCE Core Index არის ძირითადი მაჩვენებელი, რომელსაც ფედერალური სარეზერვო სისტემა აკონტროლებს ინფლაციის რისკების შეფასებისას.
სამომხმარებლო ხარჯები -ის ეკონომიკის დაახლოებით 70%-ს შეადგენს.