ოქტაი კაზუმოვი: 21 წლის აითაჯი 40 დღის წინ მშვიდობის ხიდიდან მტკვარში გადახტა… ოჯახი ითხოვდა ჰესი გაეხსნათ და მტკვარში წყალი დაეწიათ …

“21 წლის აითაჯი 40 დღის წინ მშვიდობის ხიდიდან მტკვარში გადახტა და ასე ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე (გამოსაძიებელია თუ რატომ). ოჯახი ითხოვდა ჰესი გაეხსნათ და მტკვარში წყალი დაეწიათ, რათა ენახათ ცხედარი იქ იყო თუ არა. არ ქნეს. და მხოლოდ დღეს, გუშინ დაღუპულთა ცხედრების საძიებლად იკადრეს ჰესის გახსნა. ასე მიაკვლიეს აითაჯის ცხედარსაც. ამას ქოცთა გასაგონად არ ვწერ. აზრი არ აქვს” – წერს სოციალურ ქსელში ფილოლოგი ოქტაი კაზუმოვი.

ცნობისათვის,  თბილისში, მტკვარში ჩავარდნილი ავტომობილის მგზავრების სამძებრო-სამაშველო ოპერაციისას უცნობი ცხედარი აღმოაჩინეს.

24News.ge-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ნაპოვნი ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი. არსებული მონაცემებით, ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ცხედარი ეკუთვნის გარდაბნელ, 21 წლის აიტაჯ მამედოვას, რომელიც მტკვარში მშვიდობის ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან 1-ელ აპრილს გადავარდა.

შეგახსენებთ, რომ აითაჯ მამედოვას პოვნას ოჯახი საკუთარი ძალებით 1-ელი აპრილის შემდეგ ცდილობდა

ასევე დაგაინტერესებთ

“ასაკით ჩემზე პატარა პოლიციელი LA Na სულამანიძე კარგა ხანი დაჟინებით ცდილობდა პატარა ბნელ საკანში მის თვალწინ გამეხადა, თუ გამტეხავდა და გავიხდიდი ბუქნების გაკეთებასაც მომთხოვდა, თუმცა საბედნიეროდ ძალიან კარგად ვიცოდი რისი უფლება ჰქონდა ლანას და რისი მე”