ოქრუაშვილს 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს წულუკიანის კომისიაში გამოუცხადებლობის გამო

ამ გადაწყვეტილებით, ირაკლი ოქრუაშვილი უკვე მერვე პოლიტიკოსია, რომელიც სადავო პარლამენტში „ქართულ ოცნების“ მიერ შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობის გამო დამნაშავედ ცნეს, რის გამოც პატიმრობაში არიან.
ისინი არ აღირებენ სადავო პარლამენტის ლეგიტიმაციას და უარი თქვეს იქ შექმნილ საგამოძიებო კომისიაში გამოცხადებაზე. ამის გამო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა მათი საქმეები პროკურატურაში გადააგზავნა – თბილისის საქალაქო სასამართლომ ყველა მათგანი დამნაშავედ ცნო „სისხლის სამართლის კოდექსის“ 349-ე მუხლით („საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა“) და პატიმრობის მისჯის გარდა, ორი წლით აუკრძალა თანამდებობის დაკავება.
„ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდის შესასწავლად საგამოძიებო კომისია 5 თებერვალს შექმნა. მას „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ აკრძალვა სურს. „კოლექტიურ ნაცმოძრაობაში“ „ქართული ოცნება” გულისხმობს დიდ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი გადალახეს და რომლებიც არ ცნობენ მოქმედი ხელისუფლების ლეგიტიმაციას.
კომისიაში გამოუცხადებლობის გამო სისხლის სამართლის საქმე აღიძრა რვა პოლიტიკოსის წინააღმდეგ. უკვე გამოცხადებულია რვავეს (ირაკლი ოქრუაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე, , , ბადრი ჯაფარიძე, , გივი თარგამაძე, ) განაჩენი.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – ბიძინას ჩინურმა მარადონამ: ამდენი ხანია მტკიცებულება ვერ დადეს, რომ ჩემი მბრძანებელი რუსეთის კაციაო – რეჟიმის პროპაგანდა ერთი-ერთში იმეორებს რუსულ ნარატივებს – საითაც არ გაიხედავ და რაშიც არ ჩაიხედავ, ყველგან რუსეთია

რეზო კიკნაძე – დღეს საქართველო თვალჭრელიძეზე მდგარი ის შენობაა, საიდანაც ხალხი გამოასახლეს – იქ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, ფორმიანი უსამართლობის დამცველი არაკაცები კი, რუსეთი, ნუ შევარჩენთ ამასაც – ახლა პროტესტმა იქ უნდა გადაინაცვლოს