“ოქრუაშვილის მაგალითი კარგად აჩვენებს, რომ ბოროტებასთან გარიგებით ხეირს ვერავინ ნახულობს” – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, , ციხიდან წერილს ავრცელებს:
ირაკლი ოქრუაშვილმა ჯერ ბადრი პატარკაციშვილთან კავშირით ძალიან დააზარალა ჩვენი ინსტიტუტები, ხოლო ქოცებს საერთოდ ყველაფერი გაუკეთა, მისცა ჩემზე ყველანაირი ჩვენება და სწორედ ამ ჩვენებებით ვარ გასამართლებული.
თუმცა როგორც ჩანს თავის დროზე რაღაც აწყენინა რუსებს და ახლა კი იმყოფება ჩემს ახლოს საკანში. მისი მაგალითი კარგად აჩვენებს, რომ ბოროტებასთან გარიგებით საბოლოო ჯამში ხეირს ვერავინ ნახულობს. აქვე უნდა ვთქვათ, რომ სწორად მოიქცა ბოროტების კომისიასთან, რომ არ ითანამშრომლა.
ამიტომ მიუხედავად ყველაფრისა, მინდა ჩემი სოლიდარობა გამოვხატო ირაკლის მიმართ და ვუსურვო ამ პატიმრობიდან გათავისუფლება და ოჯახთან დაბრუნება.

ასევე დაგაინტერესებთ

სეს – თევზის ორ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა, 9-ში კი ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა, სხვა შემთხვევებში, ხიზილალისა და თევზის საწარმოებში იყენებენ კანონმდებლობით განსაზღვრულ საღებავებს და ეტიკეტი შეიცავს ინფორმაციას საკვებდანამატებზე

ლევან მახაშვილი – დელეგაცია მიდიოდა ბრიუსელში და თუ არ ჰქონდათ ერთი ადგილი, რომ მიეღოთ ეს ქვეყნები, მაშინ თამამად შეეძლოთ სხვა ადგილი გამოეყოთ – ეს არის საბაბი, საბავშვო ბაღია, რაც ბრიუსელის მხრიდან ვნახეთ