ოქრუაშვილის დაკავების შემდეგ გვარამია და ჯაფარიძე ამბობენ, რომ გირაოს არც ისინი გადაიხდიან | „ოცნების“ კომისიაში გამოუცხადებლობის საქმეზე

მას შემდეგ, რაც სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს 20 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა „ქართული ოცნების“ დროებით საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობის საქმეზე, კიდევ ორი პოლიტიკოსი ამბობს, რომ არ გადაიხდის დაკისრებულ გირაოს.
ოქრუაშვილს 20 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული და საქმის წარმოების დასრულებამდე საქართველოს საზღვრის კვეთა ეკრძალებოდა.
გირაოს გადახდის ვადად 30 დღე იყო განსაზღვრული – ეს ვადა 8 მაისს ამოიწურა. დღევანდელ, 14 მაისის სხდომაზე კი მოსამართლე ნინო თარაშვილმა დღეს, 14 მაისს, წინასასამართლო სხდომაზე გაითვალისწინა პროკურატურის შუამდგომლობა შეფარდებული გირაოს პატიმრობით შეცვლის თაობაზე.
როგორც ირაკლი ოქრუაშვილმა სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, არ გადაიხდიდა შეფარდებულ გირაოს. “ლითონის ჯვარიც კი არ გავიკეთე დღეს სპეციალურად, ციხეში როგორი ატრიბუტიკით არიან, ზუსტად ისე მოვედი. სიმართლე გითხრათ, დავიღალე“, – თქვა მან.
ამის კიდევ ორმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებმა, მ და ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ, – რომლებსაც მსგავსი ბრალდება აქვთ წაყენებული, – განაცხადეს, რომ არც ისინი გეგმავენ გირაოს გადახდას.
„მე 20 მაისს მაქვს წინასასამართლო პროცესი წულუკიანის „კომისიის“ საქმეზე, მაგრამ გირაოს გადახდა მიწევს ყველაზე გვიან – 7 ივნისს (50 დღე მომცა სასამართლომ და არა 30). ყოველგვარი შეკითხვების გარეშე შემიძლია გითხრათ, რომ არანაირი გირაოს გადახდას არ ვაპირებ. არც იმათ მიმართ ვაპირებ საყვედურების გამოთქმას, ვინც სხვა გადაწყვეტილებას მიიღებს: პირადი გადაწყვეტილების საკითხია“, – დაწერა გვარამიამ ფეისბუკზე.
„გირჩი – მეტი თავისუფლების“ პრესასთან ურთიერთობის მენეჯერი ანა ყურაშვილმა სასამართლოდან გამოაქვეყნა ზურა ჯაფარიძის ფოტო – ჯაფარიძე დღეს „გზის გადაკეტვის“ ბრალდებით 5000 ლარით დააჯარიმეს ადმინისტრაციულ საქმეზე.
„18 მაისს, არალეგიტიმური პარლამენტის მიერ შექმნილ კომისიაზე არ მისვლის გამო გირაო რომ შეუფარდეს, მაგის გადახდის ვადა ეწურება. წინასასამართლო სხდომა აქვს 22 მაისს გირაოს არ იხდის“, – წერს ანა ყურაშვილი.
ამავე საქმეზე ბრალი უკვე წაუყენეს და აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდეს შემდეგ პოლიტიკოსებს:
· სა და ბადრი ჯაფარიძეს (50 000-50 000 ლარი),
· გივი თარგამაძეს (10 000 ლარი),
· ს (50 000 ლარი).
გიორგი ვაშაძემ დღეს საღამოს „ფორმულას“ ეთერში თქვა, რომ გადაწყვეტილება, გირაოს გადახდის თუ არა, „ჯერჯერობით“ არ აქვს მიღებული:
„გადაწყვეტილებას მივიღებ იმ რეალობიდან გამომდინარე… უნდა ავწონ-დავწონოთ, რაც არის უკეთესი ამ ბრძოლაში გამარჯვებისთვის, რასაც ჩავთვლი ჩემს გუნდთან ერთად, სად, რა ნაბიჯი უფრო მეტ შედეგს მოიტანს ამ ბრძოლაში“.
„არ მინდა ვინმემ ჩათვალოს, რომ შეიძლება ციხეში 6 თვე და 1 წელი რომ ჩაჯდე, ეს იყოს რაღაცა დამამშვიდებელი აბივით, რომ სტრესიდან გახვიდე გარეთ და თქვა, „რა ვქნა ახლა მე, ციხეში ვარ“. არ მინდა ვინმემ დაინახოს ეს ბრძოლის ველიდან გასვლად. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, რეჟიმის წინააღმდეგობის გაძლიერებას დიდი მნიშვნელობა აქვს და ოქრუაშვილის ნაბიჯსაც ძალიან პოზიტიურად ვაფასებ და ამასაც გამბედაობა სჭირდება“, – თქვა მან გადაცემა „კომენტარში“.
„ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდის შესასწავლად საგამოძიებო კომისია 5 თებერვალს შექმნა.
„ქართულ ოცნებას“ სურს აკრძალოს ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ უწოდებს.
„კოლექტიურ ნაცმოძრაობაში“ იგი მოიაზრებს დიდ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი გადალახეს და რომლებიც არ ცნობენ მოქმედი ხელისუფლების ლეგიტიმაციას.
ფორუმი