ოქრო უნციაზე 10 000 დოლარამდე გაძვირდება, ხოლო ხელოვნური ინტელექტის მოდელი Fortune 500-ის სიაში შემავალ კომპანიას უხელმძღვანელებს – ასეთ მოვლენებს დანიური Saxo Bank 2026 წლის ფანტასტიკურ სცენარებში გვთავაზობს.
მისი ანგარიში Outrageous Predictions (წარმოუდგენელი პროგნოზები) შეიცავს „აზრობრივ ექსპერიმენტებს დაბალი ალბათობით და დიდი შედეგებით, რომლის მიზანია წარმოსახვის გაფართოება და იმის შესახებ დისკუსიების გააქტიურება, თუ რა შეიძლება მოხდეს მოვლენების მკვეთრი და მოულოდნელი შემობრუნების შემთხვევაში“.
ერთ-ერთი სცენარი ითვალისწინებს მომავალ წელს „კვანტური დღის“ (Q-Day) მოულოდნელ დადგომას, როდესაც კვანტური კომპიუტერები გუშინდელი ციფრული უსაფრთხოების მექანიზმების მარტივად გატეხას შეძლებენ. სწორედ ამ სცენარის მიხედვით გახდება ოქროს ფასი ხუთნიშნა – მთავარი აქტივის, რომელსაც პაროლი არ სჭირდება – წერს Saxo.
ბოროტმოქმედები ახალი შესაძლებლობების გამოყენებას მყისიერად შეძლებენ, კომპანიებს კი ინფრასტრუქტურის განახლებისთვის თვეები დასჭირდებათ. ამ ქაოსიდან მოიგებენ ფიზიკური სარეზერვო ასლების უსაფრთხოდ შესანახად განკუთვნილი ფიზიკური საცავები, ახალი „გატეხისგან დაცული“ დაცვის შემქმნელები, ასევე ბანკები, რომლებსაც აქვთ განვითარებული ქსელები ნაღდი ფულის მიმოქცევისათვის.
ყველაზე მეტად კრიპტოვალუტა დაზარალდება: მომხმარებელთა გადინების გამო ბირჟები გაყინავენ თანხის გატანას, ხოლო ბიტკოინის ფასი თითქმის ნულამდე დაეცემა.
კიდევ ერთი სცენარი მომღერალ ტეილორ სვიფტისა და ამერიკელი ფეხბურთელ ტრევის კელსის ქორწილთან დაკავშირებულ ეკონომიკურ რყევას გულისხმობს, რაც ადამიანებს სმარტფონებისგან შესვენებისკენ და ოჯახის შექმნაზე ფოკუსირებისკენ უბიძგებს. შობადობისა და ოჯახების ფორმირების მაჩვენებლები მკვეთრად იზრდება და ცხოვრების ნაწილი ოფლაინში გადადის, რაც იწვევს Meta-ს, Google-ის და სხვა ონლაინ გიგანტების ზრდის შენელებას და ამავდროულად, საბინაო სექტორისა და მშენებლობისა და რემონტის ბაზრის ბუმს. საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) და მსოფლიო ბანკი (WB) მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში გლობალური მშპ-ს ზრდის პროგნოზებს წელიწადში 1 პროცენტულ პუნქტზე მეტით ზრდიან.
მესამე სცენარს ჰქვია „შეშფოთების მიუხედავად, 2026 წლის აშშ-ის შუალედური არჩევნები შეუფერხებლად მიმდინარეობს“. ხელისუფლება როგორც „რესპუბლიკურ“, ასევე „დემოკრატიულ“ შტატებში სწრაფად ცვლიან საარჩევნო ოლქების საზღვრებს წარმომადგენელთა პალატაში ადგილების მოსაპოვებლად, ხოლო დამოუკიდებელი ამომრჩევლების აღშფოთებული და აქამდე ჩუმი უმრავლესობა რეფორმებს და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას მოითხოვს. ამასობაში, „ტრამპი ტრამპად რჩება“, ხოლო სოციალური მედიის მიმართ ნდობა მცირდება მათი ალგორითმების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების და „ნაგვის“ ხელოვნური ინტელექტის კონტენტისა და ღრმა ფეიქების დომინირების გამო. ამ ფონზე, აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობა მცირდება, ისევე როგორც სოციალური მედიის მფლობელების აქციების ფასები, ასევე კრიპტოვალუტების, ოქროსა და ვერცხლის ფასები.
მეოთხე სცენარში, GLP-1-ზე დაფუძნებული სიმსუქნის საწინააღმდეგო აბები ცვლის ჯანდაცვას და ვეტერინარულ მედიცინასაც კი, ცხოველებისთვის განკუთვნილი Ozempic-ისა და Wegovy-ის ანალოგების – OzemPup-ისა და WeeKitt-ის – გაჩენით. ადამიანები სწრაფად იკლებენ წონაში, რაც აიძულებს მათ უფრო ხშირად გამოიცვალონ გარდერობი, რაც სწრაფი მოდის საცალო მოვაჭრეებისთვის სასარგებლოა.
მეხუთე სცენარი გულისხმობს SpaceX-ის გასვლას ბირჟაზე 1 ტრილიონ დოლარზე მეტი შეფასებით და რეალური კოსმოსური ეკონომიკის ფორმირებას წარმოების ორბიტაზე გაშვებით. კოსმოსში შენდება სრულიად ახალი ინდუსტრიები, რომლებიც ნულოვანი და მიკროგრავიტაციით ისარგებლებენ, მათ შორის ნახევარგამტარული და ბიოფარმაცევტული ინდუსტრიებისთვის კრისტალების გამოყვანა და 3D ბიობეჭდვა.
საერთაშორისო კონსორციუმი მთვარის ზედაპირის მეოთხედის რუკას ადგენს და მას აუქციონზე გასატან ნაკვეთებად ყოფს. ილონ მასკი აცხადებს, Tesla-ს, X-ისა და SpaceX-ის შტაბ-ბინები მარსზე გადატანის განზრახვაზე.
მეექვსე სცენარში, ხელოვნური ინტელექტის მოდელი ხდება Fortune 500–ში კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი და მართავს მას „ამპარტავნების გარეშე“. მიწოდების დრო და არაეფექტური ხარჯები მცირდება, მოგებიანობა იზრდება. კონკურენტებიც მათ მაგალითს მიჰყვებიან და სათავეში AI–ს აყენებენ.
მეშვიდე სცენარი ითვალისწინებს ჩინეთის ოქროს რეზერვების ზრდას აშშ-ს რეზერვებზე მაღალ დონემდე და საერთაშორისო ანგარიშსწორებისთვის ოფშორული იუანის ოქროსთან მიბმას. იუანის ფიზიკურ ლითონზე გაცვლა შესაძლებელია კურსით, რომელიც ვარაუდობს, რომ დოლარი 5 იუანის ტოლია, ამჟამინდელი 7 იუანის ნაცვლად. ოქროს ფასი უნციაზე 6000 დოლარს გადააჭარბებს, ინვესტორები ამცირებენ პოზიციებს აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებში, ხოლო დოლარის წილი გლობალურ რეზერვებში ერთი მესამედით მცირდება და მისი ჰეგემონია სრულდება.
და ბოლოს, მერვე სცენარი ხელოვნური ინტელექტის აგენტების მასობრივ კრახს, რაც ბაზრების კოლაფსს გამოიწვევს. შეცდომები ანგარიშგებებში, და როგორც შედეგი მათი ხმაურიანი კორექტირება და ტოპ მენეჯერების გათავისუფლება.
სამრეწველო და ჰუმანოიდი რობოტები, ხელოვნური ინტელექტის არასწორი ბრძანებების გამო, წარმოებისა და კვლევით ობიექტებში უამრავ სერიოზულ, მათ შორის ფატალურ უბედურ შემთხვევას იწვევენ. კომპანიების დირექტორთა საბჭოები აცნობიერებენ, რომ მათი ციფრული ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩუმად იქნა გადაწყობილი სისტემების მიერ, რომლებისაც ბოლომდე არავის ესმის. ჩნდებიან ე.წ. ხელოვნური ინტელექტის დამლაგებლები – ელიტური პროგრამისტები და აუდიტორები, რომლებიც სისტემურ ხარვეზებს ადგენენ და ანეიტრალებენ. პრობლემების გადაჭრაზე ტრილიონობით დოლარი იხარჯება, ხოლო საკონსულტაციო და კიბერუსაფრთხოების კომპანიები მნიშვნელოვნად ზრდიან შემოსავალს, თუმცა მოთხოვნის დაკმაყოფილება უჭირთ.




