ოქრო მთავარ „უსაფრთხო თავშესაფრად“ იქცა – ფასები 2025 წლის დასაწყისიდან 30%-ით გაიზარდა

CNBC-ის ცნობით, 2025 წელს ოქრო გლობალური არასტაბილურობის პირობებში ინვესტიციების დასაცავად მთავარ აქტივად იქცა.
„როდესაც ინვესტორი ფლობს სახაზინო ობლიგაციებს, სხვა სახელმწიფო ობლიგაციებს და ვალუტებსაც კი, ისინი საბოლოოდ ყიდულობენ ძირითად ეკონომიკას“, – თქვა ნიკოს კავალისმა, Metals Focus-ის დირექტორმა.
ცნობისთვის, დღევანდელი მონაცემებით, 2025 წელს ოქროს ფასი 30%-ით გაიზარდა და უნციაზე 3,400 დოლარს გადააჭარბა.