ოქროს ფასმა, საბაზრო გაურკვევლობის ფონზე, უნციაზე 3100 დოლარს გადააჭარბა

ოქროს ფასი ხუთშაბათს აგრძელებს აქტიურ ზრდას, რადგან მაღალი რჩება მოთხოვნა უსაფრთხო თავშესაფრის აქტივებზე გაზრდილი გლობალური გაურკვევლობისა და -ჩინეთის სავაჭრო ომის ესკალაციის შიშის გამო.
Comex-ის ბირჟაზე ივნისის ოქროს ფიუჩერსები 1,4%-ით გაიზარდა და 3123,2 დოლარს შეადგენს. წლის დასაწყისიდან კონტრაქტი დაახლოებით 16,1%-ით გაძვირდა.
ოთხშაბათს საღამოს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა სარკისებური ტარიფების 90 დღით შეჩერება იმ ქვეყნებისთვის, რომლებმაც არ უპასუხეს მის მიერ ადრე გამოცხადებულ სატარიფო ზომებს. ამასთან, ჩინურ იმპორტზე ტარიფები 125%-მდე გაიზარდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ტრანსპორტის სექტორის გაძლიერების მიზნით ჩვენი ხელისუფლება 7 მლრდ ლარს დახარჯავს იმისთვის, რომ განვითარდეს ინფრასტრუქტურა