ოქროს ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

ოთხშაბათის ვაჭრობის ბოლოს ოქროს ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და აგრძელებს ზრდას.
ხუთშაბათს ნიუ-იორკის Comex-ის ბირჟაზე აპრილის კონტრაქტების კოტირება 0,3%-ით, ისტორიულ მაქსიმუმამდე, უნციაზე $2163,9-მდე გაიზარდა.
მათ წინა ვაჭრობა ასევე დაასრულეს რეკორდულ დონეზე – $2158,2 უნციაზე.
ოქროს ფასის ზრდას მხარს უჭერს დოლარის შესუსტება და სახელმწიფო ობლიგაციების შემოსავლიანობის შემცირება, – აღნიშნავს Trading Economics.
ეს, თავის მხრივ, გამოწვეულია იმ იმედით, რომ ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ ქვეყნის ეკონომიკაში გაუარესებული მდგომარეობის ფონზე, მალე საპროცენტო განაკვეთების შემცირება შეიძლება დაიწყოს.
კურსის ფიუჩერსების ფასებზე დაყრდნობით, ტრეიდერები ამჟამად Fed-ის მიერ საპროცენტო განაკვეთების შემცირების შანსებს 70%-ით აფასებენ.
ექსპერტები ფიქრობენ, რომ თებერვალში აშშ-ის ეკონომიკაში სამუშაო ადგილების რაოდენობა 200 000-ით გაიზარდა (წინა თვეში 353 000-ით ზრდის შემდეგ), ხოლო უმუშევრობა 3,7%-ზე დარჩა.