ოქროს ტუალეტი აუქციონზე გაიყიდება — საწყისი ფასი 10 მილიონი დოლარია!

ჯერ იყო და კედელზე მიკრული ბანანი გაყიდა 6.2 მილიონად, ახლა კი მაურიციო კატელანის კიდევ ერთი ცნობილი 18-კარატიანი ოქროს ტუალეტი America ექცევა ყურადღების ცენტრში — სრულად ფუნქციური ხელოვნების ნიმუში, რომელიც ნაწილობრივ ქანდაკებისა და ნაწილობრივ სოციალური საუბრების საგანია, 18 ნოემბერს Sotheby’s-ის ნიუ-იორკის აუქციონზე გაიყიდება. საწყისი ფასი დაახლოებით 10 მილიონი დოლარიდან დაიწყება, რითაც 101.2 კილოგრამი ოქროს ღირებულებას ასახავს. თუმცა, რეალური საბაზრო ფასი დამოკიდებული იქნება ოქროს საბაზრო ფასზე გაყიდვების დღეს…
Sotheby’s-მ ნამუშევარი კონცეპტუალური ხელოვნების შედევრად შეაფასა. აღნიშნა, რომ მას მატერიალური უთანასწორობის, პოლიტიკური ძალაუფლებისა და კულტურის კომერციალიზაციის შესახებ საუბრების პროვოცირება შეუძლია. ამასთან, აუქციონის სახლმა დაადასტურა, რომ ტუალეტი სრულად არის აღჭურვილი სანტექნიკით, შესაბამისად, თუ მყიდველი მოისურვებს, მის დამონტაჟებას დანიშნულებისამებრ შეძლებს.
სულ პირველად „ამერიკა“ გუგენჰაიმის მუზეუმში 2016 წელს გამოჩნდა და ვიზიტორებს მისი გამოყენებისკენ მოუწოდებდა… თუმცა ცნობილი 2019 წელს გახდა, როცა უინსტონ ჩერჩილის დაბადების ადგილას, ბლენჰეიმის სასახლეში, დაამონტაჟეს. გახსნიდან რამდენიმე დღეში მოიპარეს და გლობალური მასშტაბით გამოძიება დაიწყო. მართალია, რამდენიმე ადამიანი დააკავეს, თუმცა ორიგინალი ქანდაკება დღემდე ვერ იპოვეს.
ამგვარად, Sotheby’s-ის აუქციონზე გამოსული ოქროს ტუალეტი, America-ს მეორე გამოცემაა. გამყიდველი მილიარდერი და კოლექციონერი სტივ კოენია, რომელიც მიღებულ შემოსავალს Cohen Veterans Network-ში გადარიცხავს — ფონდია, რომელიც 11 სექტემბრის მოვლენებთან დაკავშირებულ ვეტერანებსა და მათ ოჯახებს ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების მეშვეობით უჭერს მხარს.
დაბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ ოქროს ტუალეტიც ზუსტად იმ ხასიათს ატარებს, როგორსაც კატელანის სხვა ნამუშევრები, პროვოკაციასა და პაროდიას შორის ავლებს ხაზს და ჩვეულებრივი ნივთის გარდაქმნით კულტურული საუბრების აფეთქებას ახერხებს…
marketer.ge