“ოქროს საერთაშორისო ფასი, წლის ბოლოსთვის, $3300-ის ფარგლებში იქნება” – რატი კალანდარიშვილი

“ოქროს საერთაშორისო ფასი, წლის ბოლოსთვის, $3300-ის ფარგლებში იქნება” – რატი კალანდარიშვილი
„ოქროს საერთაშორისო ფასი წლის ბოლოსთვის 3300 დოლარის ფარგლებში იქნება“, – ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ TBC Capital – ის გლობალური ბაზრების კვლევების უფროსმა რატი კალანდარიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ასეთია მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო ბანკების პროგნოზი.
„ისინი გლობალურ ბირჟებზე ძვირფასი მეტალის ღირებულების მკვეთრად გაზრდას, ან ვარდნას არ ვარაუდობენ, თუ მსოფლიოში რაიმე გაუთვალისწინებელი გეოპოლიტიკური მოვლენა არ მოხდა, რაც როგორც წესი, ოქროს ფასს ზრდისკენ უბიძგებს ხოლმე“, – განმარტა რატი კალანდარიშვილმა.
TBC Capital – ის გლობალური ბაზრების კვლევების უფროსის განმარტებითვე, ბოლო რამდენიმე თვეა ოქროს ფასი სტაბილურად მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება და 3200-3300 დოლარის დიაპაზონში მოძრაობს.
დღეისათვის კი, Reuters-ის ინფორმაციით, 1 უნცია ოქრო 3,434 დოლარად ივაჭრება.