„ოქროს კიდობნის“ შენობაში, სადაც წუხელ ხანძარი იყო, ექსპერტ -კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ. სამართალდამცავებს საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, შენობის მესამე სართულზე ასასვლელი გზა გადაკეტილი აქვთ. თუმცა, „ოქროს კიდობნის“ ყველა მაღაზია ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.
როგორც სავაჭრო ცენტრში მომუშავეები აცხადებენ, ხანძარი იმ დროს გაჩნდა, რომ მაღაზიები დაკეტილი იყო.
ცნობისთვის, სავაჭრო ცენტრ „ოქროს კიდობანში“ ხანძარი წუხელ გაჩნდა. ცეცხლი სავაჭრო ცენტრის მესამე სართულზე, კაფეში გაჩნდა. ამ ეტაპზე ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
არსებული ინფორმაციით, დაახლოებით, 300 კვ მეტრია დამწვარი.




