ოქროს ექსპორტიდან საქართველომ წლის პირველ ნახევარში 50 მლნ დოლარი მიიღო – როგორ შეიძლება შეიცვალოს ძვირფასი ლითონის ფასი?

ოქროს ექსპორტიდან საქართველომ წლის პირველ ნახევარში 50 მლნ დოლარი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5 მლნ დოლარით მეტია.
Galt&Taggart-ის მიმოხილვის მიხედვით, საქართველოდან ოქროს ექსპორტის მოცულობა წლიურად 10.1%-ით შემცირდა 6თვეში. გლობალურად ფასის ზრდამ ექსპორტის საშუალო ფასზეც იმოქმედა, რომელიც წლიურად 22.8%-ით გაიზარდა.
„2024 წლის ივლისში გლობალურ ბაზარზე ოქროს ფასი თვიურად 5.2%-ით გაიზარდა. გეოპოლიტიკური დაძაბულობის (ტრამპზე თავდასხმა, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაცია), ეკონომიკური ინდიკატორების (-ს ინფლაცია, განაკვეთების შემცირების მოლოდინი) და ურისკო აქტივში გადანაცვლების გლობალური ტრენდის ფონზე ოქროს ფასმა ივლისში კიდევ ერთ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.
ტრამპზე თავდასხმამ ე.წ. „ტრამპ ტრეიდები“ გაააქტიურა, რაც ისეთ ტრეიდებს ეწოდება, რომლებიც ს მიერ ნოემბრის არჩევნებში გამარჯვებით იხეირებს. სანამ ბრძოლას გამოეთიშებოდა, ბევრმა ჩათვალა, რომ ტრამპზე თავდასხმა და თანმდევი სიმბოლური ფოტო ყოფილ პრეზიდენტს თითქმის გარანტირებულ გამარჯვებას მოუტანდა. შესაბამისად, ინვესტორებმა ისეთი აქტივების ყიდვა დაიწყეს, რომელთათვისაც ტრამპის გაპრეზიდენტება დადებითი მოვლენა იქნებოდა.
Bloomberg-ის გამოკითხვის მიხედვით, ამ შემთხვევაში ოქრო პორტფელის დივერსიფიკაციის საუკეთესო საშუალებაა. მოგვიანებით, როცა საპრეზიდენტო რბოლაში ბაიდენის ნაცვლად ჩაერთო, „ტრამპ ტრეიდები“ შემცირდა, თუმცა ოქროზე მოთხოვნა კვლავ მაღალი დარჩა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე. ახლო აღმოსავლეთში უფრო ფართო ომის რისკებმა ჰეჯირების აქტივებზე, განსაკუთრებით კი ოქროზე მოთხოვნა გაზარდა.
გლობალური რისკების გარდა მაკროეკონომიკური ფაქტორებიც დადებით როლს თამაშობდა ოქროსთვის. აშშ-ში შემცირებული ინფლაციის გამო სექტემბრიდან განაკვეთების კლების მოლოდინი გაჩნდა. ეს მალევე ფედერალური რეზერვის პრეზიდენტის განცხადებითაც დადასტურდა, რომლის მიხედვითაც სექტემბერში განაკვეთების შემცირება სავსებით რეალურია თუ ეკონომიკა მიმდინარე კურსს გაყვება. მოგვიანებით, აშშ-ს დასაქმების მაჩვენებლები მოსალოდნელზე ცუდი დაფიქსირდა, რამაც რეცესიის მოლოდინები გააჩინა, რაც გლობალურად აქციების გაყიდვაში ითარგმნა. შედეგად, ამ ეტაპზე ბაზარი მიმდინარე წელს განაკვეთების კლებას 2-3-ჯერ ელის, მათ შორის კი სავარაუდოდ 50 საბაზისო პუნქტიანი შემცირება იქნება“, – ნათქვამია მიმოხილვაში.