“ოქროს ბურთი”? მე პრემიერლიგის მოგება მირჩევნია” – მოჰამედ სალაჰი

პრემიერლიგის მე-19 ტურში “ლივერპულმა” გასვლაზე “ვესტ ჰემი” 5:0 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში მოჰამედ სალაჰმა გოლის გატანა და საგოლე პასის შესრულება მოახერხა.
მატჩის შემდეგ ჟურნალისტებმა ეგვპიტელს ჰკითხეს, ფიქრობს თუ არა “ოქროს ბურთის” მოგებაზე.
“ოქროს ბურთის” მოგება? მადლობა, მაგრამ პრემიერლიგის მოგება მირჩევნია”, – უპასუხა სალაჰმა ჟურნალისტს.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ეგვიპტელმა შემტევმა “ლივერპულის” მაისურით ყველა ტურნირზე 26 მატჩში 20 გოლის გატანა და 17 საგოლე პასის შესრულება მოახერხა.
“მერსისაიდელები” პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 45 ქულით პირველ ადგილს იკავებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში