მადრიდის “რეალის” ფეხბურთელს როდრიგოს ჟურნალისტებმა “ოქროს ბურთის” სიაში ვერმოხვედრის შესახებ ჰკითხეს.
ბრაზილიელის თქმით, აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ გააბრაზა.
“გაბრაზებული ვარ იმ ფაქტის გამო, რომ “ოქროს ბურთის” ნომინანტებში არ დამასახელეს. ვფიქრობ სიაში ყოფნა დავიმსახურე. არ მინდა დავაკნინო ფეხბურთელები, რომლებიც ამ პრიზისთვის იბრძოლებენ, თუმცა მიმაჩნია, რომ ჩემი ადგილიც მოიძებნებოდა… დიახ, ეს ნამდვილად სიურპრიზი იყო, მაგრამ არაფრის გაკეთება არ შემიძლია. გადაწყვეტილებებს მე არ ვიღებ”, – განაცხადა როდრიგომ.
შეგახსენებთ, “ოქროს ბურთის” 30 ნომინანტს შორის ვერ მოხვდნენ კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესი. ეს პირველი შემთხვევაა 2003 წლის
შემდეგ, როცა სიაში არ არის არც არგენტინელი და არც პორტუგალიელი.
აღნიშნული პრიზის გამარჯვებული 28 ოქტომბერს გამოვლინდება.