“ოქროს ბურთის” გამარჯვებულმა როდრიმ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

“ოქროს ბურთის” წლევანდელმა გამარჯვებულმა როდრიმ თავისი აზრით, ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა და მან ასეთად ლიონელ მესი მიიჩნია.
“ყოველგვარი ფიქრისა და ეჭვის შეტანის გარეშე ეს ლიონელ მესია. მათ, ვისაც ლეოსა და კრიშტიანო რონალდოს წინააღმდეგ უთამაშიათ, განსხვავება იციან”, – აქვეყნებს როდრის სიტყვებს Mundo Deportivo.
ინფორმაციისთვის, მესიმ “ოქროს ბურთი” კარიერაში 8-ჯერ მოიგო, რონალდომ კი – 6-ჯერ.
საინტერესოა, რომ არგენტინელს პორტუგალიელი “ბარსელონას” ამჟამინდელმა ფეხბურთელმა ვიტორ როკემ ამჯობინა და თქვა, რომ მისი ბავშვობის კერპი სწორედ კრიშტიანო რონალდოა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში