„ოქროს ბირჟის“ დირექტორის განცხადებით, „ოქროს კიდობნის“ შენობაში ყველა მაღაზია ფუნქციონირებას განაგრძობს

„ოქროს ბირჟის“ დირექტორის, ნანა სონგულიას განცხადებით, „ოქროს კიდობნის“ შენობაში, სადაც წუხელ ხანძარი გაჩნდა, ყველა მაღაზია ფუნქციონირებას განაგრძობს. რაც შეეხება უშუალოდ, სართულს, სადაც ცეცხლი იყო, იქ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
„ოქროს ბირჟა“ ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, აქ არაფერ დაზიანებულა, არც არავინ დაშავებულა. ხანძარი გაჩნდა მესამე სართულზე, სავარაუდოდ, კაფის ტერიტორიაზე, რომელიც დროზე იქნა ლიკვიდირებული. ზარალი ჯერჯერობით უცნობია, საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს, არავის უშვებენ. ფართი დაახლოებით, 300 კვ მეტრამდე დაიწვა“, – განაცხადა სონგულიამ.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
ცნობისთვის, სავაჭრო ცენტრ „ოქროს კიდობანში“ ხანძარი წუხელ გაჩნდა.
ამ ეტაპზე ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.