გეოლოგებმა არგენტინასა და ჩილეს შორის სასაზღვრო ზოლში მდებარე რეგიონში, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სპილენძის, ოქროსა და ვერცხლის საბადო აღმოაჩინეს.
აღმოჩენა, რომელიც არგენტინის სან-ხუანის პროვინციასა და ჩილეს ატაკამას რეგიონში მდებარეობს, სამთო მოპოვების სექტორისთვის შესაძლოა, გარდამტეხი აღმოჩნდეს, ამავდროულად, მნიშვნელოვან გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებს წამოჭრის.
ღირსშესანიშნავი აღმოჩენა
გეოლოგების მიერ ნაპოვნი მინერალური რესურსი ბოლო 30 წლის განმავლობაში ერთ-ერთ უდიდეს აღმოჩენად ითვლება. იგი შეიცავს 13 მილიონ ტონა სპილენძს, 32 მილიონ უნცია ოქროს და 659 მილიონ უნცია ვერცხლს, რაც მას მსოფლიოში სპილენძის, ოქროსა და ვერცხლის უდიდეს საბადოებს შორის ღირსეულ ადგილს ანიჭებს.
აღმოჩენის უკან სამთო კომპანიები Lundin Mining და BHP დგანან.
საბადო შედგება ორი ძირითადი ტერიტორიისგან: ფილო დელ სოლი და ხოსემარია, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია სპილენძის შემცველობით.
აღმოჩენა შეიძლება გადაიქცეს მსოფლიო დონის სამთო რეგიონად, რომელსაც შეუძლია მომავალი ათწლეულების განმავლობაში აუცილებელი ლითონების წარმოება.
ეკონომიკური გავლენა არგენტინაზე
არგენტინისთვის ეს აღმოჩენა მნიშვნელოვან გარდამტეხ მომენტს წარმოადგენს. საბადო, სავარაუდოდ, შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს, გააძლიერებს ვაჭრობას და ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურის განვითარებას მთელ რეგიონში.
ადგილობრივი თემები, მათ შორის სან ხუანის პროვინციაში მცხოვრები მოსახლეობა, ეკონომიკურ სარგებელს ელოდებიან, რაც, მათი იმედით, გამოიწვევს ადგილობრივი მომსახურების გაუმჯობესებას.
წყარო: dailygalaxy.com bpn.ge
