ოფშორებიდან აქტივები ჯერ არავის გადმოუტანია – მინისტრის მოადგილე

“ოფშორების კანონის” ამოქმედებიდან 3 თვეში ე.წ. ოფშორული ზონებიდან აქტივები ჯერ არავის გადმოუტანია. როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე BMG-სთან ამბობს, პროცესს დრო სჭირდება.
“თავიდანვე იყო გაცხადებული, რომ ამას ერთი და ორი თვე არ ეყოფოდა. საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. ამიტომ იყო გარკვეული ვადები აღებული ამ ნაწილში. პირველი ნიშნები, ალბათ, უნდა 2025 წლის მეორე ნახევრიდან უნდა იყოს. კომპანიები აქტივების გადმოტანას უცბად ვერ მოახერხებდნენ.