ოფიციალური შედეგებით, რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ნიკუსორ დენმა გაიმარჯვა

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ბუქარესტის ცენტრისტმა მერმა, ნიკუსორ დენმა გაიმარჯვა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, თითქმისყველა საარჩევნო უბნიდან მიღებული ოფიციალური შედეგებით, დენმა ამომრჩევლების ხმების დაახლოებით 54% მიიღო, ხოლო მისმა მეტოქემ, ულტრამემარჯვენე ჯორჯ სიმიონმა – 46%.
მსოფლიო ლიდერებმა ნიკუსორ დენს არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუმინელებმა აირჩიეს დაპირება ძლიერ ევროპაში ღია, აყვავებული რუმინეთის შესახებ.
ცნობისთვის, რუმინეთში საპრეზიდენტო ს მეორე ტური გუშინ გაიმართა. არჩევნებში მონაწილეობა 11.6 მილიონზე მეტმა რუმინელმა მიიღო.