ოფიციალური მონაცემებით, საფრანგეთში, საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში მარინ ლე პენის „ეროვნულმა გაერთიანებამ“ გაიმარჯვა

ოფიციალური ინფორმაციით, ხმების დათვლის შედეგად, საფრანგეთის საპარლამენტო ს პირველ ტურში მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნულმა გაერთიანებამ“ და მისმა მოკავშირეებმა ხმების 33,4% პროცენტით გაიმარჯვეს.
მეორე ადგილი დაიკავა მემარცხენე კოალიციამ „ახალი სახალხო ფრონტი“ – 27,98%-ით, ხოლო მესამეზე ხმების 20,76%-ით ს კოალიცია გავიდა.
ამასთან, პირველ ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ 60 პროცენტს გადააჭარბა, რაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 7 ივლისს გაიმართება და სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა, როგორ გადანაწილდება 577 საპარლამენტო მანდატი ეროვნულ ასამბლეაში.

ასევე დაგაინტერესებთ