ოფიციალურად, OpenAI-ს ჩატბოტი ChatGPT პლატფორმად გარდაიქმნება

OpenAI-ს ცნობილი ჩატბოტი ChatGPT ოფიციალურად გარდაიქმნა პლატფორმად, რომელიც ინტეგრირებული აპლიკაციების, ავტომატიზირებული დავალებების შესრულებისა და შესყიდვების მხარდაჭერას უზრუნველყოფს. კომპანიის განცხადებით, ეს ნაბიჯი საშუალებას აძლევს მომხმარებლებს თავიანთი ციფრული საქმიანობა ერთი ჩატის სივრციდან მართონ, ზედმეტი ჩანართებისა და რთული ფორმების გარეშე.
ახალი ფუნქციონალი მოიცავს:
· აპლიკაციების ჩატში ინტეგრაციას – Spotify, Canva, Booking.com და სხვა პლატფორმების გამოყენება პირდაპირ საუბრის დროს;
· მომენტალური შესყიდვები – აგენტური კომერციის პროტოკოლით და ინტეგრირებული გადახდებით;
· დეველოპერული ნაკრები – Apps SDK (MCP) და Agent Kit, ს აგენტების შექმნისთვის.
სერვისი ჯერ პირველ ეტაპზე ხელმისაწვდომია ევროკავშირის ფარგლებს მიღმა, ხოლო ნებართვები და კონფიდენციალურობის კონტროლი პირდაპირ ჩატიდან არის ხელმისაწვდომი.
OpenAI-ს თქმით, ახალი სტრატეგია ChatGPT-ს არა მხოლოდ ჩატბოტის, არამედ ციფრული ცხოვრების „კარიბჭედ“ აქცევს, რაც უკვე ასახულია ათასობით ბიზნესისა და რამდენიმე ასეული მილიონი აქტიური მომხმარებლის ყოველდღიურ გამოყენებაში.