ოფიციალურად: ჯაბა კანკავა თბილისის “დინამოში” დაბრუნდა

ჯაბა კანკავა კარიერას დინამო თბილისში გააგრძელებს. თანამედროვე ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოთამაშე მშობლიურ კლუბში დაბრუნდა. მხარეებს შორის კონტრაქტი ერთი წლით გაფორმდა.
ჯაბა კანკავას პროფესიული საფეხბურთო კარიერა სწორედ თბილისურ კლუბში დაიწყო. იგი დინამოს ღირსებას 2003-2005 წლებში იცავდა და ლურჯ-თეთრებთან ერთად უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზა. ამასთან ერთად კანკავამ დინამოს ფორმით საქართველოს ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.
დინამო თბილისის გარდა, სხვადასხვა დროს, ჯაბა კანკავას ს არსენალში, დნიპროში, კრივბასში, რეიმსში, ტობოლსა და სლოვანში უთამაშია.
9 წლის განმავლობაში ჯაბა კანკავა საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი გახლ
დათ და ქვეყნის მთავარი გუნდის მაისურით მას 101 თამაში აქვს ჩატარებული. 2024 წელს კი ეროვნულ ნაკრებთან ერთად ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
აქვე პირველი კომენტარი კლუბში დაბრუნების შემდეგ.
ჯაბა კანკავა: ორმაგად სასიამოვნო და სიმბოლურია 20 წლის შემდეგ დაბრუნება საქართველოს ყველაზე ტიტულოვან და საამაყო გუნდში. იქ სადაც ფეხი ავიდგი და დავიწყე პროფესიონალური ფეხბურთის თამაში.
მინდა მადლობა ვუთხრა ხელმძღვანელობას და იმედი გამოვთქვა, რომ წარმატებული სეზონი იქნება როგორც კლუბისთვის, ასევე ჩემთვის.
წყარო: fcdinamo.ge

ში კანკავას გმირობა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გაიმეორა – “ენა მეჭირა, ბოლო ხმაზე ვღრიალებდი…”
“როგორც ვიცი, ამის გამო კანკავა ნაკრებიდან გულდაწყვეტილი და ნაწყენი წავიდა… აზაროვის გამოუძახებლობის მიზეზზე ეს ჭორი გავიგე…” – სალუქვაძე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაზე
“მინდა, ჩემი გადაწყვეტილების შესახებ გითხრათ…” – ნაკრებში გამოძახებული ჯაბა კანკავა ევროპის ჩემპიონატზე არ ითამაშებს