ოფიციალურად: “პარი სენ ჟერმენის” ფეხბურთელია!

ხვიჩა კვარაცხელია “პარი სენ ჟერმენის” ფეხბურთელია, – ამის შესახებ “ეკიპი” იტყობინება.
ქართველმა დღეს დილით სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და პსჟ-სთან 4.5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
პსჟ ხვიჩას ყოფილ კლუბს “ნაპოლის” 70 მილიონ ევროს პლუს ბონუსებს გადაუხდის. “კვარა” პსჟ-ში 7-ნომრიანი მისურით ითამაშებს, მისი სეზონური გასამრჯელო კი 9+2 მილიონი იქნება.
ქართველის დებიუტი პარიზულ გუნდში 25 იანვარს “რეიმსთან” საშინაო მატჩში შედგება.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხელშეკრულებისთვის აუცილებელი დოკუმენტაცია იტალიიდან დროულად არ გაუგზავნეს, მაგრამ როგორც გაირკვა, საბოლოოდ ყველაფერი მოწესრიგდა.
კარგი ამბები ის არის რომ 1) პსჟ გრანდია, ნამდვილად გრანდი და დიდი გუნდია ნაპოლისთან შედარებით. 2) ჩელსი არაა. 3) ჩემპიონთა ლიგაზე ყოცელ წელს ითამაშებს ფაქტიურად და ნაპოლივით სეზონი არ ჩაუვარდება.
შედარებით დიდ გამოცდილებას მიიღებს და ახალ დონეზე ავა, უკეთესი ლიგებისთვის უფრო კარგად მოემზადება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში