ოფიციალურად: “ჩელსიმ” ახალი მეკარე დაიმატა და ლონდონურ გუნდში მამარდაშვილის გადასვლა გამოირიცხა

ლონდონის “ჩელსიმ” ოფიციალურად გვაუწყა, რომ ლა ლიგის ბინადარ “ვილიარეალიდან” 24,5 მილიონი ევროს სანაცვლოდ 22 წლის მეკარე ფილიპ იორგენსენი დაიმატა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, “არისტოკრატებმა” ახალგაზრდა კიპერს გრძლევადიანი კონტრაქტი გაუფორმეს.
გასულ სეზონში იორგენსენმა “ყვითელი წყალქვეშა ნავის” ფორმა 38 შეხვედრაში მოირგო და 66 გოლი გაუშვა.
შეხსენებისთვის, “ჩელსის” სახელს საქართველოს ნაკრებისა და “ვალენსიას” მეკარე გიორგი მამარდაშვილსაც უკავშირებდნენ და ამ ტრანსფერის შემდეგ, ეს ვარიანტი საბოლოოდ გამოირიცხა.